რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს სამიდან სამი

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა და მესამე გამარჯვებას მიაღწია მოქმედმა ჩემპიონმა, "ფოლკსვაგენის" პილოტმა სებასტიან ოჟიემ.

მან ჯერ კიდევ ხუთშაბათს ტრადიციულ პროლოგში მოიპოვა უპირატესობა და ბოლომდე არავის დაუთმო პირველი ადგილი.

ოჟიემ გამარჯვება, ფაქტობრივად, მე-12 სპეცმონაკვეთზე გაინაღდა, როცა მის მთავარ კონკურენტსა და თანაგუნდელს, იარი-მატი ლატვალას მარცხენა უკანა საბურავთან შეექმნა პრობლემები.

ყოველი დღის ბოლოს ფრანგი ლიდერის როლში გვევლინებოდა, არადა, ეტაპის წინ ამბობდა, რომ პოდიუმზე ფინიშიც კი მისთვის ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ლატვალას, კრის მიკისა და ტიერი ნოივილის წარუმატებლობების ფონზე, ოჟიემ უშეცდომოდ
გაიარა მთელი დისტანცია. საბოლოოდ, მისმა უპირატესობამ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მადს ოსტბერგთან და ანდრეას მიკელსენთან წუთზე მეტი შეადგინა.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ესტონელი ოტ ტანაკი, რომელიც შაბათს გზიდან წყალში გადავარდა. მან და შტურმანმა დროულად მოახერხეს მანქანის დატოვება და სამშვიდობოს გასვლა.

ავტომობილი წყალში ცხრა საათი დარჩა, შემდეგ მყვინთავებისა და სპეციალური ამწეს მეშვეობით ამოიყვანეს და რემონტიც ჩაუტარეს, რის შემდეგაც ტანაკმა ფინიშამდე მიაღწია და ადგილობრივი გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

მექსიკის რალი
III ეტაპი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 4:19.13,'4; 2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +1.18,'8; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - +1.25,1; 4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +3.40,2; 5. დანი სორდო (ესპანეთი, "ჰიუნდაი") - +5.01,'8; 6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +6.36,1; 7. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, "ფორდი") - +14.52,7; 8. ნიკოლას ფუხსი (პერუ, "ფორდი") - +22.19,'0...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 81 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - 47; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - 33; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 32; 5. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 26; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - 19; 7. დანი სორდო (ესპანეთი, "ჰიუნდაი") - 18; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 14...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული