მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: როსი აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში ბაჰრეინის ეტაპის პარალელურად, მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ეტაპი გაიმართა - არგენტინის გრანპრი.

პირველმა ორმა რბოლამ აჩვენა, რომ წელს ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება: მოულოდნელი ლიდერი გახდა ლეგენდარული ვალენტინო როსი, მოუმატეს "დუკატის" წევრებმა, ტიტულის დათმობას არ აპირებს მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი...

ამ ყველაფრის ფონზე, არგენტინის გრანპრიმ გაამართლა მაყურებელთა იმედები. რბოლის წინ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ვალენტინო როსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იტალიელმა დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ ჰქონდა ამგვარი მოლოდინი.

ისევე, როგორც დოჰაში, როსიმ აქაც მხოლოდ მერვე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ბრწყინვალედ
გაიკვლია გზა მეტოქეებს შორის და ძალიან მალე მეორე ადგილზე გადაინაცვლა. აქედან მას შეეძლო ლიდერის - მარკ მარკესის პოზიციებზე შეტევა.

საბოლოოდ, როსიმ მარკესს ბოლოსწინა წრეზე გაუსწრო. ესპანელმა იქვე სცადა კონტრშეტევაზე გადასვლა, მაგრამ მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ დაეცა და რბოლას გამოეთიშა.

ამის შემდეგ ვალენტინომ მშვიდად მიაღწია ფინიშამდე და სეზონში მეორე რბოლა მოიგო. პოდიუმი შეავსეს კიდევ ერთმა იტალიელმა - ანდრეა დოვიციოზომ და ბრიტანელმა კელ კრატჩლოუმ.

გენერალურ კლასიფიკაციაში როსი დოვიციოზოს ექვს ქულას უგებს, მარკესი კი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

არგენტინის გრანპრი
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 41.35,644; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +5,685; 3. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - +8,298; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +8,352; 5. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +10,192; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +19,876; 7. ალეშ ესპარგარო (ესპ, Suzuki) - +24,333; 8. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +27,670...

საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 66 ქულა; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 60; 3. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 40; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 37; 5. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 36; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 34; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 28; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, Suzuki) - 22...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი რბოლა იყო :) როსი ლეგანდაააა...
ლაშა
10:07 21-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული