კოლუმბიელი მთავარ ფავორიტად ჩავიდა სონომში სეზონის ფინალურ რბოლაზე. მონტოიასთვის საკმარისი იყო პოდიუმზე ასვლა და მაშინ, ვერც ერთი მისი ხუთი კონკურენტიდან ტიტულს ვერ წაართმევდა. მაგრამ არ გამოვიდა: მორიგი რესტარტის დროს, მონტოია უილ პაუერს - "პენსკეში" საკუთარ პარტნიორსა და გასული წლის ჩემპიონს დაეჯახა და იძულებული გახდა, პელოტონის სიღრმიდან გაეკვლია გზა.
მონტოიამ ისღა მოახერხა, მეექვსე ადგილზე გადასულიყო, მაგრამ ეს საკმ
კოლუმბიელს ცუდი სამსახური გაუწიეს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა: ბოლო რბოლაში მოქმედებდა ორმაგი ქულების წესი და სწორედ ამან მისცა დიქსონს საშუალება - ქულებით დაწეოდა მონტოიას.
"როცა ორმაგი ქულების წესი მოქმედებს, აღარ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებდი მთელი წლის განმავლობაში. დიქსონს საშინელი სეზონი და მხოლოდ ერთი კარგი რბოლა ჰქონდა. და მაინც ჩემპიონი გახდა. ეს უსამართლობაა", - აღშფოთებას ვერ მალავდა მონტოია ფინიშის შემდეგ.
ეს არის დიქსონის მეოთხე ტიტული ინდიკარში და 38-ე მოგება ამერიკულ "ფორმულებში". სკოტი ამ სარბოლო სერიაში ყველაზე წარმატებული მოქმედი პილოტია, ტიტულების რაოდენობით კი გაუთანაბრდა მარიო ანდრეტის, ბობი რეიჰოლს, ელ ანზერ-უმცროსს, სებასტიან ბურდესა და დარიო ფრანკიტის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"