მოტოგრანპრი: ვალენტინო როსის 87-ე ტიტული

AutoSharing Option
"ჰიუნდაის" ავტომობილით მოასპარეზე ჰეიდენ პადონი გახდა არგენტინის რალის გამარჯვებული.

შაბათს, პადონმა ლიდერობა მოიპოვა იარი-მატი ლატვალას საშინელი ავარიის შემდეგ (ფინელი კლინიკაში გადაიყვანეს) და ბოლო ნაწილი სოლიდური უპირატესობით დაიწყო - 29 წამს უგებდა უახლოეს მდევარს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ოჟიეს.

მეორე დღეს, რალისტებს საშინელ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ გამოსვლა, ზელანდიელის მანქანაზე რამდენჯერმე შეიქმნა პრობლემა გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებით. ამის გამო, მან ოჟიესთან 7.4 წამი წააგო.

ბოლოს წინა სპეცმონაკვეთზე ოჟიემ, უბრალოდ, გაანადგურა მეტოქეები და პადონთან ჩამორჩენა 2.6 წამამდე შეამცირა. მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთზე პადონმა ხასიათი და
გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინა და საბოლოოდ, ოჟიეს 11.7 წამი მოუგო. ამით ის გახდა ისტორიაში პირველი ზელანდიელი, ვინც კლასიკური რალის ეტაპი მოიგო.

წაგების მიუხედავად, ოჟიე 96 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, პადონი კი მეო
რე ადგილზე გადავიდა - მას 57 ქულა აქვს.

* * *
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - ესპანეთის გრანპრი ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ეტაპი აღმოჩნდა წელს აქამდე ჩატარებულ რბოლებს შორის.

პოულიდან სტარტი ვალენტინო როსიმ აიღო და თითქმის მთელი დისტანცია დამაჯერებლად ლიდერობდა. ერთ მომენტში ლეგენდარულ იტალიელს თანაგუნდელმა ხორხე ლორენსომ შეუტია, მაგრამ ვალენტინომ შეძლო საკუთარი პოზიციის შენარჩუნება და ფინიშზე თითქმის სამი წამი მოუგო ლორენსოს.

ამ უკანასკნელს, გარკვეული ხანი მოუწია მეორე ადგილისთვის ბრძოლა ჩემპიონატის ლიდერთან მარკ მარკესთან, მაგრამ გასწრება აქაც არ ყოფილა.

როსიმ კარიერაში 87-ე გამარჯვება მოიპოვა და ისევ მესამე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში 58 ქულით. მარკესი 82 ქულით ლიდერობს, ხოლო ლორენსო 65 ქულით მეორეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული