კლასიკური რალი: ოჟიეს მოგება დაავიწყდა

AutoSharing Option
უცნაური ამბები ხდება კლასიკური რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ სერიაში ბოლო ოთხ ეტაპს ოთხი სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს, რაც უჩვეულო მოვლენაა ბოლო წლებში ჯერ სებასტიან ლოების, შემდეგ კი სებასტიან ოჟიეს დომინირების პირობებში.

ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ოჟიემ მიმდინარე სეზონის პირველი ორი ეტაპი მოიგო, რის შემდეგაც, ფრანგი ვერ ახერხებს გამარჯვებას და მომდევნო სამი რბოლა ლატვალამ, პადონმა და მიკმა მოიგეს.

კრის მიკმა ("სიტროენი") გასულ უქმეებზე გაიმარჯვა პორტუგალიის რალიზე, რაც მისთვის მეორე ტრიუმფია კარიერაში. ბრიტანელმა შაბათს მოიპოვა ლიდერობა და ის
ბოლომდე შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი სპეცმონაკვეთი ოჟიემ ("ფოლკსვაგენი") მოიგო, მან ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილის დაკავება შეძლო - მიკის გარდა, თანაგუნდელმა ანდრეას მიკელსენმაც გაუსწრო.

ოჟიე სამი ეტაპია მოუგებელია და ეს ყველაზე გრძელი სერიაა მისთვის 2003 წლიდან. მიუხედავად ამისა, მის ლიდერობას საერთო ჩათვლაში ბევრი არაფერი დამუქრებია:

1. სებასტიან ოჟიე 114
2. ანდრეას მიკელსენი 67
3. მადს ოსტბერგი 58
4. ჰეიდენ პადონი 57
5. დანიელ სორდო 56
6. იარი-მატი ლატვალა 37

მომდევნო ეტაპი - რალი სარდინია 10-12 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული