პატარა შუმი უტიტულოდ დარჩა

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა - მიკ შუმახერმა ვერ შეძლო გერმანულ "ფორმულა 4"-ში ჩემპიონის ტიტულის მოგება.

"ჰოკენჰაიმზე" გამართული ეტაპის წინ, უმცროს შუმახერს ჰქონდა ჩემპიონობის შანსი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის ამოშალეს საკვალიფიკაციოს საბოლოო ოქმიდან, ეს შანსი მინიმუმამდე დავიდა.

მიკმა სტარტი 23-ე პოზიციიდან აიღო და პირველ რბოლაში მეექვსე, მეორეში კი მერვე ადგილი დაიკავა. თუმცა, სეზონის ლიდერმა ჯოიუი მოუსონმა ორივე რბოლა მოიგო და ვადაზე ადრე გაინაღდა ტიტული.

შუმახერს კიდევ რჩება ტიტულის მოპოვების შანსი იტალიურ "ფორმულა 4"-ში. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, იქაც
მდევრის როლში იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული