ოქრო ოქროსფერ გერმანელებს

AutoSharing Option
ვაჟ პლაჟბურთელთა ტურნირს სენსაციის სურნელი მუდამ თან სდევდა. ასე იყო ფინალშიც. მსოფლიოს პლაჟბურთის ლეგენდამ, ბრაზილიელმა ემანუელ რეგომ ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება ამჯერადაც ვერ შეძლო. არადა, სწორედ ამიტომ შეიცვალა მეწყვილე პეკინის ოლიმპიადის შემდეგ.

ემანუელი ალისონ ჩერუტისთან ერთად ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილები. მთელი შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, თუმცა ფინალში დუეტში რაღაც მოიშალა. ამას ვერაფრით დავარქმევთ მეტოქის შეუფასებლობას.

გერმანელები იულიუს ბრინკი და იონას რიკერმანი ლონდონში მე-3 ნომრად განთესილები იყვნენ და ბრაზილიელები მათ შესანიშნავად იცნობდნენ.

პირველ სეტში გერმანელებმა ორი ქულის სხვაობით მოგება შეძლეს.
მეორეში კი ემანუელ-ალისონმა თავის თამაშს მიაგნეს და მოგება დიდად არ გასჭირვებიათ - 21:15. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ბრაზილიელები "აკრეფილ სიჩქარეს" აღარ შეანელებდნენ.

თუმცა ასე არ მოხდა. მესამე, გადამწყვეტ სეტში, შუა წელამდე, თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. მერე გერმანელებმა ოთხქულიანი სპურტი გააკეთეს და 12:8 დაწინაურდნენ. ნათელი გახდა, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ, თუმცა ბრაზილიელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 14:14.

მიუხედავად ამისა, მომდევნო ორი ქულა ბრინკ-რიკერმანის წყვილმა მიითვალა 16:14 და ოქროს მედალიც მათი წილხვედრი გახდა.

კაცები. მე-3 ადგილისთვის
პლავინსი/სმედინსი (ლატ)-ნუმერდორი/შუილი (ჰოლ) 2:1 (19:21, 21:19, 15:11).

ფინალი
ბრინკი/რიკერმანი (გერ)-ჩერუტი/რეგო (ბრა) 23:21, 16:21, 16:14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული