თბილისელი ვიქტორია რავა - ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავი [PHOTO]

AutoSharing Option
ფრანგული და ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავი ვიქტორია რავა 1975 წლის 31 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. უცხოეთში გადაბარგებამდე გლდანში ცხოვრობდა და იზრდებოდა.

წარმოშობით უკრაინელი ვიქტორია, რომლის სიმაღლეს 189 სანტიმეტრია, ფრენბურთმა გაიტაცა. თბილისიდან "ვიკა" ჯერ ბაქოში, ერთ-ერთი იქაური ბანკის მიერ დაფინანსებულ კლუბში ასპარეზობდა, მერე კი თურქული "ვაკიფბანკის" მაისურა მოირგო.

კარიერის საუკეთესო ნაწილი რავამ ფრანგულ "კანში" გაატარა. მან ამ გუნდთან ერთად ორჯერ (2002, 2003) ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ორჯერ კი (2006, 2012) ფინალში ითამაშა.

რავა 17-გზის საფრანგეთის ჩემპიონია. ის ორჯერ (2003, 2006) დაასახელეს ევროპის საუკეთესო
ფრენბურთელად, ორჯერ (2005, 2006) გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საუკეთესო მექულე.

2004 წელს ვიქტორია რავამ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და 2007 წლამდე ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა. მან გამოსცა წიგნი - Moment Volleyball, რომელშიც თავის საფრენბურთო კარიერასთან ერთად, პირად ცხოვრებაზეც მოგვითხრობს.

საგულისხმოა, რომ 38 წლის ფრენბურთელი დღესაც გუნდის წამყვანი მოთამაშეა.

ცხადია, ფიზიკურად შესანიშნავ ვიქტორიას ფოტოსესიებშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. ბოლო რამდენიმე წელიწადია, საფრენბურთო კლუბი "კანი" საკუთარ კალენდარს აქვეყნებს, რომელშიც გუნდის მოთამაშეები პოზირებენ.

რა გასაკვირია და, კანელებმა ვიქტორიასთან ერთად 2014 წლის კალენდრისთვისაც გაიხადეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაო გივი რაო.დაგერხა იმ ამბავში?
gsoo
12:20 05-12-2014
0
გგგ
jer maica
12:19 05-12-2014
0

სიახლეები პოპულარული