21 დეკემბერს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა

AutoSharing Option
შაბათს, 21 დეკემბერს გამოდის ჟურნალ "ლელო week"-ის მე-3 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

კვირის მოვლენების ტრადიციულ, სახალისო მიმოხილვას; ინტერვიუს ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინთან;

ასევე საინტერესო უნდა იყოს ძიუდოისტ ვალერი ლიპარტელიანის წლის შემაჯამებელი ინტერვიუც;

გთავაზობთ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტების - ფრანკ რიბერის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს წარდგენას;

40 ფაქტი ნეიმარზე - ანუ ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკვლავზე;

რუბრიკით - "თამაშგარე", წაიკითხავთ პატარა ამბავს კრიშტიანო რონალდოზე, რომელმაც მშობლიურ მადეირაზე მუზეუმი გახსნა;

"სპორტსმენი ლამაზმანები" - ამ რუბრიკაში მოგითხრობთ თბილისში (გლდანში)
დაბადებულ და გაზრდილ ფრენბურთელ ქალბატონზე, ვიქტორია რავაზე;

ისტორიულ ნაწილში საინტერესო წერილია - "როგორ წაართვეს ჩემპიონობა თბილისის "დინამოს", რომელშიც 1953 წელს მომხდარი ამბის უცნობ დეტალებს გაიგებთ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული