საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: "ბათუმმა" მეორე ადგილი დაიბევა

AutoSharing Option
21 ნოემბერს სენაკში დასრულდა საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე - დასავლეთის ქვეჯგუფის 4-მა გუნდმა ბოლო ორი მატჩი გამართა.

განსაკუთრებით პრინციპული ბათუმისა და სამტრედიის დაპირისპირება იყო, რადგან ამ ორთაბრძოლის შედეგს უნდა განესაზღვრა, ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე ვინ დაიმკვიდრებდა ადგილს.

შეხვედრა სამტრედიელთა იერიშებით დაიწყო და მალევე წინაც გავიდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულამდე ზღვისპირელებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და 15:12 დაწინაურდნენ.

შესვენების შემდეგ ბათუმის უპირატესობა აშკარა იყო
და ჩემპიონატის პირველ წრეში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა მეექვსე გამარჯვება მოიპოვა - 43:29, მოაგროვა 12 ქულა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, წლევანდელი პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ სტუ-ს 2 ქულით ჩამორჩება. სამტრედია მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

21 ნოემბერსვე სენაკში ქუთაისმა 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა საქართველოს ნაკრებს 40:37 აჯობა.

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი

დასავლეთი ქვეჯგუფი
II ტური
სენაკი. 2013 წლის 21 ნოემბერი
ქუთაისი-ჭაბუკთა ნაკრები 40:37
ქუთაისი: შიშინაშვილი, გულეიშვილი, გ. კვერნაძე (16), ჟვანია (7), ახალაძე (6), მათნაძე (6), ჯუღელი (4), ჩიხლაძე (1), გობეჯიშვილი, კობახიძე, ლომიძე, ბახტურიძე, ტუღუში.
ჭაბუკები: ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი, კბილაშვილი (10), ბაინაზაშვილი (9), ჰუსეინოვი (8), ბიბილეიშვილი (3), დოლმაზაშვილი (2), დანელაშვილი (2), რუსტამოვი (1), ე. არსენაშვილი (1), ნ. მაისურაძე (1), ფერაძე, გაწერელია, ნაზღაიძე.

ბათუმი-სამტრედია 43:29
ბათუმი: სამყურაშვილი, გამზარდია (13), ჯორბენაძე (8), ყაველაშვილი (6), უ. მაისურაძე (5), ქარდავა (4), ხუნჯუა (3), ვინოგრადსკი (3), გოგიჩაიშვილი (1), წივწივაძე, ჭელიძე, ქავთარაძე, ნარსია, ჭანტურია, წიტაიშვილი.
სამტრედია: ხონელიძე, გაგუა, წითელიშვილი (8), ღაღანიძე (6), ხაჟომია (4), გ. ნიკურაძე (4), თევზაძე (3), გაგლოშვილი (2), ავალიანი (1), ჯ. ნიკურაძე (1), ხვიჩია, ცხვარაძე, ზურაბიანი, ელგანდაშვილი, ქავზინაძე, ბოცვაძე.
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

სტუ 7 7 0 0 236-160 14
ბათუმი 7 6 0 1 292-213 12
სამტრედია 7 5 0 2 257-226 10
პეგასი 7 2 2 3 212-234 6
იმედი 7 3 0 4 192-219 6
ქუთაისი 7 2 1 4 222-263 5
ჭაბუკები 7 0 2 5 203-246 2
თელავი 7 0 1 6 158-211 1

ბომბარდირები: გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) - 61, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 57 ირაკლი თევზაძე (სამტრედია) – 55, უჩა გამზარდია (ბათუმი) - 55, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) - 55, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) - 50, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) - 46, გიორგი იობაშვილი (იმედი) - 44 გოლი.

საქართველოს ჩემპიონი სამწრიანი ტურნირის შემდეგ 2014 წლის გაზაფხულზე გამოვლინდება.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე 16-19 დეკემბერს თბილისში ჩატარდება, მერე საქმეში საქართველოს ნაკრები ჩაებმება და 2-11 იანვარს მსოფლიოს ჩემპიონატის 4 საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს:

2 იანვარი: ფინეთი-ლიტვა, თურქეთი-საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა-ფინეთი, საქართველო-თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო-ლიტვა, თურქეთი-ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა-თურქეთი, ფინეთი-საქართველო
30 ოქტომბერი: ლიტვა-საქართველო 23:17, ფინეთი-თურქეთი 26:20
3 ნოემბერი: თურქეთი-ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
ლიტვა - 4, საქართველო - 2, ფინეთი - 2, თურქეთი - 0 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული