ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა საასპარეზოდ 14 ხელბურთელი (შოთა თევზაძე, ბაკეუ, რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურქეთი), გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ბათუმი), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმინეთი), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმინეთი), რატი მსხვილიძე (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), ზურაბ სიმონია (სტუ), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე, უჩა გამზარდია (ბათუმი), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ), მწვრთნელები - ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე)
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში ანკარაში 2 იანვარს, ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება. მსაჯები არიან მილან ჰაიეკი და კარელ მაქო (ორივე - ჩეხეთი), დელეგატია ანდრეი ანდრეევი (ბულგარეთი).
საქართველოს ნაკრები თელ-ავივში იცხოვრებს და 26, 29, 30 დეკემბერს ივარჯიშებს, 27 და 28 დეკემბერს კი ისრაელის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს აშდოდსა და რიშონში.
ქართველი ხელბურთელები 31 დეკემბერს ანკარაში ჩაფრინდებიან. 5 იანვარს თურქეთთან განმეორებით პაექრობას თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფის კალენდარი:
2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო
4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი
5 იანვარი. საქართველო - თურქეთი
8 იანვარი. საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი
11 იანვარი. ფინეთი - საქართველო
12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი
პლეი ოფში ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის, იქ კი ორი მატჩის ჯამში (შინ და სტუმრად) საუკეთესო ყატარში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"