საქართველო VS ლიტვა - რევანში აუცილებელია

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება ხელბურთელ ვაჟთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

ევროპულ ჯგუფებში 8 იანვარს ბოლოსწინა, მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველი ევროპული ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ ლიტვას უმასპინძლებს სპორტის სასახლეში.

ამ გუნდების პირველი წრის პაექრობა ბალტიისპირელებმა შინ 23:17 მოიგეს, ამიტომ პლეი ოფში გასასვლელად სტუმრებს დღეს ფრეც ხელს აძლევთ. ქართველებმა რევანში თუ აიღეს 7-ბურთიანი სხვაობით, მაშინ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება - ქართველებმა ფინეთში სუომელებს უნდა სძლიონ, ხოლო ლიტვამ შინ ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან უნდა წაიფორხილოს (ფრე ან წაგება). არადა, ფინეთიცა და თურქეთიც
უმოტივაციოდაა, რადგან ჯგუფში პირველობისა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.

საქართველოს ნაკრები 8 იანვრის მატჩს დანაკლისით ხვდება - წინა ტურში თურქეთთან თითი მოიტეხა ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა და იგი თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. ამის მიუხედავად, მასპინძლები განმეორებითი ორთაბრძოლის მოსაგებად არაფერს დაიშურებენ.

გუნდები სპორტის სასახლეში 18.00 საათზე, სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობებით გავლენ მოედანზე:

საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, გიორგი გვაზავა, უჩა გამზარდია, ზურაბ აბრამიშვილი, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია, ოთარ ამირანაშვილი, უჩა მაისურაძე, ზურაბ სიმონია, ლექსო წითელიშვილი, რევაზ ჭანტურია, რატი მსხვილიძე, ილია გოგალაძე, აკაკი ტალახაძე; მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი.

ლიტვა: არუნას ვასკევიჩუსი, ვილიუს რასიმასი, აისტის პაზემეცკასი, კაროლის სტროპუსი, აუგუსტას სტრაზდასი, პოვილას ბაბარსკასი, ლუკას ფეოკტისტოვასი, ბენას პეტრეიკისი, დარიუს იასინსკასი, ვაიდას დრევინსკასი, გერდას ბაბარსკასი, ვაიდოტას გროსასი, ტადას სტანკევიჩუსი, ანდრიუს გერვე, ედვინას ვორობიოვასი, მინდაუგას დუმჩუსი; მთავარი მწვრთნელი გინტარას სავუკინასი.
მსაჯები: სიმონე ძენდალი, სტეფანო რიელო (რუმინეთი).

დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრაინა).

პირველ ევროპულ ჯგუფში 8 იანვრისთვის ასეთი სატურნირო მდგომარეობაა:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ლიტვა 4 3 1 0 90:80 7
საქართველო 4 2 0 2 99:97 4
ფინეთი 4 1 1 2 88:90 3
თურქეთი 4 1 0 3 95:105 2

8 იანვარსვე თურქეთი ფინელებს უმასპინძლებს.

II ჯგუფი
რუმინეთი - 8 / სლოვაკეთი - 6, იტალია - 2, კვიპროსი - 0 ქულა.
8 იანვარი. რუმინეთი - იტალია, კვიპროსი - სლოვაკეთი.

III ჯგუფი
უკრაინა - 7 / სლოვენია - 6, შვეიცარია - 3, ლუქსემბურგი - 0 ქულა.
9 იანვარი. უკრაინა - ლუქსემბურგი, შვეიცარია - სლოვენია.

IV ჯგუფი
ისრაელი - 4 (+5)/ ჰოლანდია - 4 (+3), საბერძნეთი - 4 (-3), ბელგია - 4 (-5) ქულა.
8 იანვარი. ჰოლანდია - საბერძნეთი, ისრაელი - ბელგია.

V ჯგუფი
ბოსნია - 8 / პორტუგალია - 4, ლატვია - 4 , ესტონეთი - 0 ქულა.
8 იანვარი. ბოსნია - ესტონეთი, ლატვია - პორტუგალია.

პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული