ფინეთი-საქართველო 36:24 - მეორე ადგილით დაკმაყოფილდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობა სამი მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულა, რითაც პირველ ევროპულ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა ამ შედეგმა ჩვენებს პლეი ოფისკენ გზა ვერ გაუხსნა, რადგან მომდევნო ეტაპზე ჯგუფებიდან მხოლოდ საუკეთესოები გავიდნენ.

არადა, შანსი, თუმცა მინიმალური, ბოლო ტურამდე მაინც რჩებოდა. პირველ წრეში ქართველმა ხელბურთელებმა სუომელებს შინ 26:19 მოუგეს, განმეორებითი შეხვედრა გასულ შაბათს ფინურ კარიააში გაიმართა.

მასპინძლებს, ცხადია, რევანში სწყუროდათ, ამიტომ ისინი თავიდანვე დაწინაურდნენ. ანგარიში პირველად და ერთადერთხელ რატი მსხვილიძემ მე-14 წუთზე გაათანაბრა,
თუმცა ფინეთმა მალევე შეძლო სამბურთიანი უპირატესობის მოპოვება და ტაიმი 16:10 მოიგო.

შესვენების შემდეგაც მასპინძელთა იერიშები უფრო შედეგიანი იყო და 36:24 გაიმარჯვეს.

ქართველთაგან რატი მსხვილიძე გამოირჩა, რომელმაც მთელ ტურნირში 42 გოლი გაიტანა.

პირველ ევროპულ ჯგუფში ბოლო მატჩი 12 იანვარს გაიმართა. ლიტვამ, რომელმაც ფინეთში საქართველოს მარცხის შემდეგ პლეი ოფის საგზური გაინაღდა, თურქეთს უმასპინძლა და 32:26 მოუგო. ამ შეხვედრამ მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელის ვინაობა გაარკვია - ეს არის ფინეთი.

მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია
ევროპის I ჯგუფი. VI ტური
კარიაა, 11 იანვარი
ფინეთი - საქართველო 36:24 (16:10)
ფინეთი : ნორდკვისტი, მიაკელა, ტამინენი (10), რონბერგი (7), სუნდბერგი (5), ბ. ბრომანი (4), ი. ბრომანი (3), რემი (3), კორპიმიაკი (1), კილსტედტი (1), ფორსი (1), ოიალა (1), კოლიონენი, ლაიტინენი, რაერინე.
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე, მსხვილიძე (9), დათუკაშვილი (4), გვაზავა (4), ჭანტურია (2), გოგალაძე (2), რუსია (1), ტალახაძე (1), აბრამიშვილი (1), მაისურაძე, გამზარდია, სიმონია, ამირანაშვილი; მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი.
მსაჯები: სიგურდ თომასენი, ტობიას შმაკი (ორივე - ბელგია)
დელეგატი: ვიქტორ პოლადენკო (რუსეთი)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ლიტვა 6 4 1 1 145:132 9
საქართველო 6 3 0 3 149:156 6
ფინეთი 6 2 1 3 143:139 5
თურქეთი 6 2 0 4 146:156 4

* * *

აქვე დანარჩენ ევროპულ ჯგუფებში გამართულ შეხვედრათა ანგარიშებსა და პლეი ოფში გასულთა ვინაობას გაუწყებთ:

II ჯგუფი
11 იანვარი. სლოვაკეთი - რუმინეთი 27:25
12 იანვარი. იტალია - კვიპროსი 34:28
რუმინეთი - 10, სლოვაკეთი - 10, იტალია - 2, კვიპროსი - 0 ქულა.

III ჯგუფი
9 იანვარი. უკრაინა - ლუქსემბურგი 34:22, შვეიცარია - სლოვენია 23:31
12 იანვარი. ლუქსემბურგი - შვეიცარია 23:28, სლოვენია - უკრაინა 35:23
უკრაინა - 9, სლოვენია - 8, შვეიცარია - 3, ლუქსემბურგი - 0 ქულა.

IV ჯგუფი
11 იანვარი. ბელგია - საბერძნეთი 30:30
12 იანვარი. ჰოლანდია - ისრაელი 34:24
საბერძნეთი - 7, ჰოლანდია - 6, ისრაელი - 6, ბელგია - 5 ქულა.

V ჯგუფი
11 იანვარი. ესტონეთი - ლატვია 32:30
12 იანვარი. პორტუგალია - ბოსნია 27:26
ბოსნია - 10, პორტუგალია - 10, ლატვია - 4 , ესტონეთი - 2 ქულა.

ამდენად, პლეი ოფში გავიდნენ: ლიტვა, რუმინეთი, საბერძნეთი, სლოვენია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული