ჩვენმა ბიჭებმა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი საშინაო მატჩი მოიგეს.
მსგავსი შედეგი ქვეყნის ნაკრებს 1999 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ არ ჰქონია.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია რაშიჩის მუშაობით კმაყოფილია და მასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს.
ახალ ხელშეკრულებას წლინახევრით მოეწერება ხელი. სერბი მწვრთნელი, ეროვნულის გარდა, ყველა ნაკრების მზადებაში ჩაერთვება და მათ საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს.
ჯორჯე რაშიჩი: შარშან, საქართველოში რომ ჩამოვედი, ხელბურთის
ერთადერთი, რითაც ამჟამად უკმაყოფილო ვარ, ფინეთთან ბოლო მატჩია, თუმცა სუომელებთან წაგებასაც აქვს თავისი გამართლება - ნახევარი გუნდი ვირუსით იყო ავად. მართალია, ამ შესარჩევ ეტაპზე სტუმრად სამივე პაექრობა წავაგეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ პრობლემასაც მოევლება. მთავარია, გუნდის წევრები უფრო ხშირად იყვნენ ერთად. ნაკრებში რამდენიმე პრობლემატური პოზიცია გვაქვს - ესაა ხაზის მოთამაშე, გამთამაშებელი და მარცხენა გარემარბი.
პირველი მარტიდან თბილისში ვიცხოვრებ, დავესწრები ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს, მონაწილეობას მივიღებ ასაკობრივი ნაკრები გუნდების მზადებაში და, ვფიქრობ, ამ პოზიციებსაც გავაძლიერებთ. ჩემი ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე გაფორმდება, ანუ თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ოლიმპიური ფესტივალისთვისაც ახალგაზრდების კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს.