2013-14 წლების მიჯნაზე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მთელმა სიმძიმემ საქართველოს ნაკრების 7-8 მოთამაშეზე გადაიარა.
ამას წინათ ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ირაკლი კეკელიძემ აღნიშნა, რომ, ორიოდე სპორტსმენის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ხელბურთელები სათანადოდ არ არიან მომზადებულები - ეს ეხება როგორც ფიზიკურ კონდიციებს, ისე საბაზისო ტექნიკასა და ტაქტიკურ მომზადებას.
ეს იმის შედეგია, რომ კლუბებს საწვრთნელი პირობები არ აქვთ. ამ მხრივ, ზამთარი, ფაქტობრივად, დაკარგულია, რადგან
ნაკრებში შევსება ასაკობრივი გუნდებიდან უნდა მოვიდეს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ჩემპიონატის ყველა რესურსი, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი ლეგიონერებისთვის. ევროპაში უკვე განახლდა სახელბურთო სეზონი და ჩვენი ბიჭებიც საქმეში ებმებიან. მაგალითად, თურქეთის "ტრაბზონსფორმა" შინ 38:30 დაამარცხა "ანაფენ კოლეჯი".
5 გოლი რატი მსხვილიძემ გაიტანა. "ტრაბზონის" მეორე ქართველს - გიგა ტორონჯაძეს არ უთამაშია. ქართველთა გუნდი 14 მატჩიდან 8 მოგებით მეხუთე ადგილზეა.
რუმინეთში ტიმიშოარას "პოლიტექნიკა" ბუქარესტში 26:33 დამარცხდა სტიაუასთან. ირაკლი ჩიქოვანს არ უთამაშია. ტრავმის მოსაშუშებლად მას კიდევ ერთი თვე დასჭირდება. ჯერ არ განახლებულა მაკედონიის პირველობა, სადაც "ზომიმაკ-სტრუმიცა" უდანაკარგოდ ლიდერობს.
გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: სლოვაკეთში "ჰლოჰოვეცთან" 28:32 დამარცხდა (რეზო ჭანტურიამ 8 ბურთი გაიტანა), ხოლო კოსოვოს "ბესა" 34:24 დაჯაბნა (13 გოლი ჭანტურიას ანგარიშზეა). 8 თებერვლიდან "სტრუმიცა" ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპში ჩაებმება, სადაც საფრანგეთის "მონპელიეს", დანიის "სკიერნსა" და პორტუგალიის "სპორტინგს" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"