ჯემალ ცერცვაძე ახსოვთ და ლეგენდად მიიჩნევენ
არაერთი ვეტერანი ჟურნალისტი, ჩემსავით, პირველად ესწრება მსოფლიოს ჩემპიონატს ხელბურთში, ეს კი თვით ორგანიზატორების დამსახურებაა, მიწვევა მათი სურვილით მოხდა.

გინდა-არ გინდა, მრავლისმომსწრე-მნახველი კოლეგები აქ ერთმანეთს უზიარებენ სახელბურთო სამყაროს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს, თუმცა მათ უმეტესობას ხელბურთზე საერთოდ არაფერი დაუწერია ცხოვრებაში.

მიუხედავად ამისა, ლეგენდებს, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენელიც გინდა იყოს, ყველა მაინც იცნობს მეტ-ნაკლებად. წარმოიდგინეთ, რაოდენ სასიამოვნო და საამაყო იყო ჩემთვის, როცა ასეთ ლეგენდებს შორის განსაკუთრებულად მოიხსენიეს ჯემალ ცერცვაძე.

ცხადია, ჩემგან მიიღეს უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენს ვეტერან ხელბურთელზე და ისიც შევატყვე, რომ ახლა აქ მიმდინარე ჩემპიონატზე მომზადებულ თავიანთ საგაზეთო რეპორტაჟებსა თუ გადაცემებში ჯემალის სახელს და დამსახურებას უთუოდ აღნიშნავენ ხაზგასმით.

განსაკუთრებით სასიამოვნო მათთვის იმის შეტყობა იყო, რომ ჯერ კიდევ 1980 წელს თბილისში გაიხსნა ჯემალ ცერცვაძის სახელობის ოლიმპიური რეზერვის ხელბურთის სპეციალიზებული სპორტული სკოლა, რომელიც პირველი იყო საბჭოთა კავშირში.

ამ სასწავლებლისთვის ახალი, იმ დროისთვის გამორჩეულად თანამედროვე კომპლექსიც საგანგებოდ აიგო, ახლა კი ამ კომპლექსში უკვე მისივე სახელობის ხელბურთის აკადემია ფუნქციონირებს და ამზადებს მომავალ ოსტატებს. იქვე ტარდება 16 წლამდე ბიჭებსა და გოგონებს შორის ჯემალ

ცერცვაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი.

მასმედიის ძველი თაობის წარმომადგენლებიდან ბევრი პირადად იცნობდა ომგამოვლილ პოლონელ ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ იან როსკის, რომლის სიტყვები არასდროს დამავიწყდება, ამ 28 წლის წინ რომ მითხრა, რომში მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე და ახლა მისი ნათქვამი, რაკი სიტუაციამ მოითხოვა, ლაპარაკში კოლეგებსაც გავუზიარე.

მაშინ იანმა ჯემალზე თქვა: "თქვენ გყავთ ხელბურთის უნიკალური დიდოსტატი. მის სახელს და ავტორიტეტს თუ უნარიანად გამოიყენებთ, მსოფლიოში საქართველო გახდება სახელბურთო ქვეყანა. ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან და იმავე შედეგს მიიღებთ, რაც პელემ გააკეთა ბრაზილიური ფეხბურთის წინსვლისთვის".

თავის დროზე, სამწუხაროდ, ეს რჩევა, რაც ცხადია, ჩვენი სურვილიც იყო, სურვილად დარჩა. არადა, მაშინ ხელს არაფერი გვიშლიდა, იმედიანად გვევლო მიზნის მიღწევის გზაზე. მერე, გასული საუკუნის ბოლო ათწლეულიდან, ჟამი დადგა ისეთი, ნაღდი პატრიოტული საქმეებისთვის ვიღას ეცალა.

დღეს სხვა ვითარებაა. ვინძლო, აღსრულდეს და საქმედ იქცეს პოლონელი კეთილისმსურველი მეგობრისა და კოლეგის მიერ ჯერ კიდევ როდის ჩვენ მაგივრადაც გულით ნათქვამი.

რაკი აქ, დოჰაში, ასე დაინტერესდნენ კოლეგები, მათ ვუთხარი ისიც, რომ ჯემალ ცერცვაძეს შარშან დაბადების 75 წელი შეუსრულდა და ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სპორტული ჯილდოთი - "სპორტის რაინდის" წოდების მინიჭებით აღნიშნა საქართველოს სპორტის სამინისტრომ მისი დამსახურება.

იქვე ჩემი კომპიუტერი ჩავრთე და კოლეგებს ჯემალ ცერცვაძის ფოტოები ვაჩვენე. ძალიან გაეხარდათ. ეს ორი სურათი კი, რომელსაც აქვე გთავაზობთ, ყველამ გადაიწერა...

ჩემპიონატი დოჰაში თანდათან იძაბება. "ლუსაილ არენაზე", როგორც იქნა, ადგილობრივი მაყურებელი გამოჩნდა. ყატარმა 31:29 მოუგო სლოვენიას.

მს. ჩემპიონატი

ესპანეთი-ჩილე 37:16

ბელორუსი-ბრაზილია 29:34

სლოვენია-ყატარი 29:31

ხორვატია-ირანი 41:22

ბოსნია-მაკედონია 22:25

ავსტრია-ტუნისი 25:25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ეროვნული სიამაყეც ასეთი უნდა!
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ყატარი-2022
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: დიდი ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: რაც ესპანეთმა დაკარგა, საფრანგეთმა იპოვა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქომაგო გუნდი ჩვენც გამოგვიჩნდა