საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2018-ის შესარჩევი წაგებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მორიგი შეხვედრა გამართა სტუმრად ლუქსემბურგის ნაკრებთან და 20:29 დამარცხდა.

ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მდგომარეობა B ჯგუფში უკიდურესად გართულდა. ჩვენი უმთავრესი კონკურენტი ესტონეთის ნაკრები ლუქსემბურგელებს ორჯერ დაუპირისპირდება, შინ და გარეთ.

ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, რაც სავსებით რეალურია, პლეი ოფში ესტონელები გავლენ.

გამორიცხული არ არის, ლუქსემბურგმა ესტონეთს ერთი მარცხი აგემოს. ამ შემთხვევაში პირველი ადგილის ბედს გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა გადაწყვეტს.

ლუქსემბურგი-საქართველო 29:20
ლუქსემბურგი: 1. ქრის ოჟე, 12. მიკა ჰერმანი, 3. სამუელ ბაუმი, 4.
მარტინ მიულერი, 6. დანი სხოლტენი ,7. ალენ ზეკანი 8. საშა მარზადორი, 11. ტომ მაისი, 14. ქრისტიან ბოკი, 17. ტომი ვირცი, 19. დანიელ ლეი, 22. ერიკ შრიოდერი, 23. დანიელ შაიდი, 27. მაქს კოლი, 77. იან ჰოფმანი, 94. იანიკ ბარდინა.
საქართველო: 16. გიგა ტორონჯაძე, 22. შოთა თევზაძე, 5. გიორგი გვაზავა, 7. უჩა გამზარდია, 8. ზურაბ სიმონია, 9. სერგო დათუკაშვილი, 14. ირაკლი ჩიქოვანი, 15. ლექსო წითელიშვილი, 17. ზურაბ აბრამიშვილი, 18. უჩა მაისურაძე, 19. რობერტ ბეჟანიშვილი, 20. შოთა გრიშიკაშვილი, 23. რევაზ ჭანტურია, 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე.
მსაჯები: აფრიმ აზემი, ეშრეფ ბეჩირი (კოსოვო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული