საქართველო-ფარერები 14:28 - ქართველი გოგონები ვერცხლს დასჯერდნენ

AutoSharing Option
13 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დამთავრდა მსოფლიოს და ევროპის ხელბურთის ფედერაციების (IHF/EHF) ქალთა თასის გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა.

ჯგუფური შეჯიბრებების შემდეგ შაბათს ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ბელგიას აჯობა - 18:14 და ფინალში გავიდა, სადაც კვირას ლატვიის მძლეველ (25:18) ფარერის კუნძულების ხელბურთელებს დაუპირისპირდა.

მასპინძლებმა თავიდან მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, მაგრამ მერე ასაკსა და თამაშის კლასში სხვაობამ (სტუმრები ჩვენს გოგონებზე 1-2 წლით უფროსები იყვნენ) თავისი გაიტანა: ფარერელებმა 28:14 გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. გაისად ისინი ინტერკონტინენტალურ თასზე იასპარეზებენ. ვერცხლის
მედლები ქართველებს ერგოთ.

მესამე ადგილისთვის პაექრობაში ლატვიელებმა ბელგიელები დაამარცხეს - 30:21.

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: V-VI. ესტონეთი-კვიპროსი 33:23, VII-VIII. სომხეთი-ალბანეთი 29:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც ხელბურთის აზრზე არ ხართ უკეთესი იქნებოდა თავი შეგეკავებინათ დაუმსახურებელი შეფასებებისგან. ცნობისთვის, დანიაში ხელბურთი ისევეა როგორც ჩვენთან რაგბი და ეს ფარერებიც დანიელები არიან და ერთი მაინტერესებს დანიის სარაგბო ნაკრები თუ მოუგებს თუნდაც ჩვენი ნებისმიერი უბნის გუნდს და ყოჩაღ გოგოებს არ მეგონა თუ ასე გაქაჩავდნენ რადგან ჩვენთან ქალების ხელბურთი ახლა იწყებს განვითარებას.
........
12:31 14-03-2016
0
რა ასაკი, ალბათ პარიკმახერები, სუპერმარკეტის გამყიდველები და მასწავლებლები თამაშობდნენ ფარერების შემადგენლობაში :))
grisha
11:51 14-03-2016
0

სიახლეები პოპულარული