საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ფოტოზე: უტევს ირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 2 ნოემბერს სირაკუზაში იტალიასთან გამართავს, 6 ნოემბერს კი აპენინელებს შინ თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ამ მატჩებში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: შოთა თევზაძე ("რეშიცა", რუმინეთი), ზურაბ ცინცაძე ("პეგასი"), ხაზეინ რუსტამოვი ("ქუთაისი"), ზურაბ აბრამიშვილი ("ბათუმი"), ლექსო წითელიშვილი ("ბათუმი"), თეიმურაზ ორჯონიკიძე ("პრილეპი", მაკედონია), ირაკლი ჩიქოვანი ("კელერაში", რუმინეთი), სერგო დათუკაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), გიორგი გვაზავა (სტუ), ზურაბ სიმონია ("ქუთაისი"), ირაკლი თევზაძე ("სამტრედია"), რატი მსხვილიძე ("ურმია", ირანი), რევაზ ჭანტურია
("პელისტერი", მაკედონია), გიორგი დიხამინჯია ("პეგასი"), შოთა გრიშიკაშვილი ("ბათუმი"), ერეკლე არსენაშვილი (სტუ), გიორგი მიქავა ("იმედი"), მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე.

ლეგიონერები ნაკრებს ხვალ სირაკუზაში შეუერთდებიან.

კარგ ფორმაშია რუმინეთის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანი. მისი გუნდი "დუნარეა კელერაში" 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში - VI-VIII ადგილებზე მყოფ "ბუქურეშტს", "სუჩევასა" და "ვასლუის" 3-3 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში "კელერაშმა" შინ "ფოკსანს" 29:24 მოუგო.

შოთა თევზაძის "რეშიცა" საკუთარ მოედანზე "ტურდასთან" დამარცხდა - 23:37 და 7 ქულით ისევ მე-12 ადგილზეა.

I შესარჩევი ეტაპის კალენდარი
III ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი, სირაკუზა
იტალია-საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო-იტალია

4 იანვარი
საქართველო-ლუქსემბურგი

7 იანვარი
ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი
ლუქსემბურგი-იტალია

14 ან 15 იანვარი
იტალია-ლუქსემბურგი.

მომდევნო ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გადის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული