გამოკვლევა ჩაიტარა 111-მა ყოფილმა ფეხბურთელმა და მათგან 110-ს აღმოაჩნდა ქრონიკული ტრავმატოლოგიური ენცეფალოპატია. ეს ავადმყოფობა შეიძლება გახდეს მეხსიერების დაკარგვის საფუძველი. დღემდე ამ დიაგნოზს სიკვდილის შემდეგ სვამდნენ.
ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ხელმძღვანელობა დიდი ხანი არ აღიარებდა ქრონიკული ტრავმატოლოგიური ენცეფალოპატიის პრობლემას, მაგრამ საზოგადოებისა და სასამართლოს ზეწოლით აღიარა შეცდომა და დათანხმდა - უახლოესი 65 წლის განმავლობაში 20 ათას ყოფილ ფეხბურთელსა და მათ
პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამაში ამერიკული ფეხბურთი ჩვეულებრივი ფეხბურთით (სოკერი) შეცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"