საწარმოო ტრავმა

AutoSharing Option
სამმა გულშემატკივარმა მიიღო ტრავმა ინციდენტის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბეისბოლის პროფესიული ლიგის კლუბებს - "სან დიეგოსა" და "სან ფრანცისკოს" მატჩისას. ფანებმა ჭრილობები მიიღეს ბეისბოლის ჯოხისგან, რომელიც "სან ფრანცისკოს" მოთამაშეს პაბლო სანდოვალს შემთხვევით ხელიდან გაუვარდა.

პირველი ინინგის დროს ბიტერმა სანდოვალმა ჯოხი მოიქნია, მაგრამ კონტროლი დაკარგა. ჯოხი ტრიბუნებისკენ გაფრინდა. შედეგად, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა წარბის არეში მიიღო ჭრილობა, მეორემ ფეხი გაიზიანა, ერთი ქალი კი, რომელსაც ჯოხი თავში მოხვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს. დანარჩენ ორს სტადიონზევე აღმოუჩინეს დახმარება.

მატჩი "სან დიეგომ" 5:3 მოიგო, თუმცა დასავლეთ კონფერენციაში, სადაც
ეს გუნდები თამაშობენ, "სან ფრანცისკოა" ლიდერი, რომელსაც 48 მოგება და 39 წაგება აქვს. "სან დიეგოს" მონაცემები 40 მოგებასა და 47 წაგებას უდრის. ამ გუნდს დივიზიონში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული