თვითმხილველთა თქმით, მატჩის დროს მინდორზე შევარდა 15 წლის ნაზრულ ისლამი. მან მსაჯთან მიირბინა და ხმამაღლა დაიწყო მისი ერთ-ერთი გადაწყვეტილების გაპროტესტება.
კამათი ურთიერთლანძღვაში გადაიზარდა, რის შემდეგაც განრისხებულმა მსაჯმა გვერდით მდგომ კრიკეტისტს სათამაშო ჯოხი წაართვა და მოზარდს თავში ჩაარტყა.
გულშემატკივარი დაეცა, მაგრამ წამოდგომა შეძლო და დამოუკიდებლად წავიდა შინ. მაგრამ, მოგვიანებით ცუდად გახდა და ღამით ტვინში სისხლის ჩაქცევით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მატჩის მსაჯი დაკითხვაზე დაიბარა,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"