2014 წელს გამოკითხულთა 35-მა პროცენტმა საყვარელ ლიგად NFL (ფეხბურთის ეროვნული ლიგა) დაასახელა, მეორე ადგილზე გავიდა MLB (ბეისბოლის მთავარი ლიგა) - მას ხმა მისცა რესპონდენტთა 14-მა პროცენტმა. შემდეგ მოდიან - ამერიკული ფეხბურთის სტუდენტური ლიგა (11 პროცენტი), ავტოსპორტი (7 პროცენტი), საკალათბურთო NBA (6 პროცენტი), ჰოკეის NHL (5 პროცენტი) და სტუდენტური კალათბურთი (3 პროცენტი).
მსგავსი გამოკითხვა პირველად 1985 წელს ჩატარდა. მაშინ NFL-მ MLB-სთან მხოლოდ ერთი
ძლიერი ვარდნა განიცადა გოლფმა. ტაიგერ ვუდსის პროფესიული კარიერის განმავლობაში, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო, აშშ-ის მოსახლეობის ოთხი პროცენტი ასახელებდა გოლფს სპორტის საყვარელ სახეობად, მაგრამ 2010 წლიდან, როცა ვუდსი სექსუალური სკანდალის გმირი გახდა, გოლფს საყვარელ სპორტად მხოლოდ ორი პროცენტი ასახელებს.
სპორტის სახეობის პოპულარობა აგრეთვე დამოკიდებულია დემოგრაფიულ მონაცემებზე. ასე მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც აღმოსავლეთ სანაპიროზე სოფლის დასახლებებში ცხოვრობენ, უპირატესობას ამერიკულ ფეხბურთს ანიჭებენ. ისინი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას დოლარს აღემატება, უფრო ბეისბოლისკენ იხრებიან. ამავდროულად, აფროამერიკელებს სპორტის ამ სახეობაში წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი აქვთ, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების პრიორიტეტი ავტოსპორტია, - წერს ESPN-ი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"