ამერიკული ფეხბურთი: "პატრიოტები" იგებენ

AutoSharing Option
ამერიკული და მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა - სუპერბოული არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში, ფინიქსის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართა.

ამერიკული ფეხბურთის ლიგის ფინალში "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა" 28:24 დაამარცხა "სიეტლ სიჰოქსი" და მეოთხედ გახდა ჩემპიონი. მანამდე მას სუპერბოული მოგებული აქვს 2001, 2003 და 2004 წლებში.

ფინალური მატჩის MVP კარიერაში მესამედ გახდა "პეტრიოტსის" კვოტერბეკი ტომ ბრედლი, რომელსაც 50 ცდიდან 37 ზუსტი პასი ჰქონდა, მათ შორის იყო ოთხი თაჩდაუნ-პასი. ბრედლი ადრე სუპერბოულის საუკეთესო მოთამაშედ 2001 და 2003 წლებში დასახელდა.

სუპერბოული, რომელიც წელს 49-ედ გათამაშდა, ერთ-ერთი
მთავარი სპორტული მოვლენაა აშშ-ში. ცნობილია, რომ მატჩის ტრანსლაციის დროს 30-წამიანი სარეკლამო რგოლის გაშვება 4.5 მილიონი დოლარი ღირს.

ფინალს 70 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული