მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა

AutoSharing Option
შარშან, 15 ნოემბერს, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის პირველი წრის სასტარტო მატჩში შინ რუსეთის ეროვნულ გუნდთან ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა - 13:14.

9 თებერვალს საქართველოს ნაკრების წევრები: ზურაბ რურუა (რუმინეთის "სპორტული"), დამირ ცრეპულია (ეგვიპტე), ბექა კაპანაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე რუსიშვილი (ყველა - თბილისის "ლოკომოტივი"), მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, გიორგი მესხი (სამივე - "თბილისი") მწვრთნელების - იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით, ყაზანში გაემგზავრნენ, სადაც 14 თებერვალს მსოფლიო ლიგის მეორე წრის შეხვედრას
გამართავენ რუსეთის ნაკრებთან.

12 თებერვალს ჩვენს გუნდს შეუერთდებიან ლეგიონერები - მარკო ელაჩა (იტალიის "მენეჯმენტი"), ანდრია ბითაძე (იტალიის "ვის ნოვა") და რევაზ იმნაიშვილი (სლოვაკეთის "ნოვაკი"), რომლებიც ამ შაბათს თავიანთ კლუბებთან ერთად ეროვნული ჩემპიონატების მორიგ ტურში ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული