საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
AutoSharing Option
14 თებერვალს ყაზანში მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის C ჯგუფის II წრის შეხვედრა გაიმართა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები (მწვრთნელები ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოივიჩი) რუსეთისას დაუპირისპირდა და 8:19 (2:4, 3:6, 1:3, 2:6) წააგო.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ამ გუნდების შეხვედრა თბილისში რუსების გამარჯვებით დასრულდა - 14:13. ჩვენს გუნდს სამი თამაშიდან სამი წაგება აქვს.
საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი ჯგუფში 11 აპრილს გაიმართება, თბილისში იტალიის ნაკრები ჩამოდის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.