შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირში პლეი ოფის 6 საგზურისთვის 17 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. B ჯგუფში (საფრანგეთი, სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ბელორუსი, მოლდოვა) პირველი წრის შეხვედრები მაისშია დაგეგმილი, ხოლო C ჯგუფში (მალტა, რუსეთი, პორტუგალია, ისრაელი, ბულგარეთი, დანია) პაექრობები 4 აპრილს დაიწყება.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები (ზურაბ ჭუმბურიძე, ზურაბ რურუა, ბექა ქენქაძე, მარკო ელეზი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მარკო ელაჩა,
- ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით მოვემზადეთ, - გვითხრა ვლადიმერ ისელიძემ. - ჯერ სერბეთში გავიარეთ საწვრთნელი შეკრება, შემდეგ თურქეთში ვიყავით. ორივეგან რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც გავმართეთ.
ჩვენს გუნდს აშკარად გააძლიერებენ ნატურალიზებული წყალბურთელები - მარკო ელაჩა, მარკო ელეზი და დამირ ცრიპულია, რომლებიც ევროპის მოწინავე კლუბებში თამაშობენ.
წილისყრამ პირველ მეტოქედ დიდი ბრიტანეთის ნაკრები გვარგუნა. კუნძულელებისთვის აქამდე სამი მატჩი გვაქვს მოგებული და ერთი წავაგეთ წინა შესარჩევ ტურნირში სტუმრად.
თუმცა ეს დადებითი ბალანსი არაფერს გვეუბნება, რადგან შარშან ბრიტანელებმა, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა, ნაკრები გააძლიერეს და ოლიმპიადაზეც მდიდარი გამოცდილება შეიძინეს. ყოველივეს მიუხედავად, როგორც ინგლისელებთან, ისე სხვა მეტოქეებთანაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ...
აქვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი წრის დანარჩენი ორთაბრძოლების კალენდარსაც გაგაცნობთ:
5 აპრილი, დილით: ჩეხეთი - სლოვაკეთი, პოლონეთი - დიდი ბრიტანეთი.
საღამოს: საქართველო - სლოვაკეთი, ჩეხეთი - პოლონეთი.
6 აპრილი. დიდი ბრიტანეთი - ჩეხეთი, საქართველო - პოლონეთი.
7 აპრილი. დიდი ბრიტანეთი - სლოვაკეთი, საქართველო - ჩეხეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"