საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობას ივნისში შევიტყობთ

AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 17 გუნდი მონაწილეობს. სამრაუნდიანი პაექრობების შემდეგ გაირკვევა იმ ექვსი ნაკრების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებენ.

A ჯგუფის წევრებმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა და 10 ქულით (ბურთები - 51:25) დაწინაურდა.

შემდეგ მოდიან: სლოვაკეთი-8 (35:16), დიდი ბრიტანეთი-7 (36:24), პოლონეთი-3 (22:43), ჩეხეთი-0 (17:53) ქულა.

C ჯგუფის ორთაბრძოლებს ოდენსემ (დანია) უმასპინძლა. განსაკუთრებით რუსებმა გამოიჩინეს თავი - ხუთივე შეხვედრა მოიგეს, თან მეტოქეთა კარში 122 ბურთი (!) შეაგდეს
და საკუთარში მხოლოდ 26 მიიღეს.

ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს თითოეულ მატჩში 20-ზე ნაკლები ბურთი არ გაუტანიათ. ყველაზე უხვგოლიანი რუსეთ-ბულგარეთის შეხვედრა გამოდგა - 36:4, ცხადია, აღმოსავლელი სლავების სასარგებლოდ.

პირველი ეტაპის შემდეგ ამ ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: რუსეთი-15 (122:26), მალტა-10 (65:51), პორტუგალია-9 (50:57), ისრაელი-7 (47:50), დანია-3 (46:67), ბულგარეთი-0 (35:114) ქულა.

B ჯგუფის პირველი რაუნდის პაექრობები 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეთა ვინაობაც მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დამირ ცრეპულია - საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წყალბურთელი
საქართველო-პოლონეთი 16:10 - დაუმარცხებლად პირველ ადგილზე
საქართველო-სლოვაკეთი 7:7 - ზავი პირველობის პერსპექტივით
საქართველო-დიდი ბრიტანეთი 12:3 - ევროპისაკენ წარმატებული სტარტით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული