საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

AutoSharing Option
1 მარტს საქართვეელოს წყალბურთელთა ნაკრებმა სტამბულში თურქეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა სასურველი ანგარიშით (9:12, ორი მატჩის ჯამში 17:16) დაასრულა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კონტინენტის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და მასში პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

1 მარტს ქართველმა წყალბურთელებმა ბუდაპეშტის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მიოპოვეს.

თბილისში ანგარიშით 8:4 მოგებული პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ, ვლადიმერ ისელიძის შეგირდებს საპასუხო შეხვედრაში, მინიმუმ, 3-ზე მეტი ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგოთ.

სტამბოლში გამართული მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით
წარიმართა და ტაიმი მათი გამარჯვებით 6:5 დასრულდა, თუმცა მესამე პერიოდში მასპინძლებმა იძალეს და ანგარიშში წინ გავიდნენ - 9:7.

მეოთხე პერიოდში თურქები უპირატესობას ფლობდნენ, დრამატული კი მატჩის ბოლო 40 წამი აღმოჩნდა. ამ დროს ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 12:9 იყო, თუმცა ქართველმა წყალბურთელებმა დარჩენილ დროში მეტოქეს გატანის საშუალება აღარ მისცეს და ორი მატჩის ჯამში ისტორიული გამარჯვება დაისაკუთრეს.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1. ზურა ჭუმბურიძე
2. გიორგი ხვედელიანი
3. დამირ სერფულია
4. მარკო ელეზი
5. გალაქტიონ ლაითაძე
6. მარკო ელაჩა
7. რევაზ ჩომახიძე
8. მიშა ბაღათურია
9. ზუკა რურუა
10. კოტე გეგელაშვილი
11. ტატო ნიკოლეიშვილი
12. მარინო ფრანიჩევიჩი
13. ბექა კაპანაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი
მკითხველის კომენტარები / 19 /
მანერვიულეთ და ბოლოს მაინც გამახარეთ! :)

წარმატებებს გისურვეთ ბიჭებო!


მსაჯობაზე (და წამზომზე გავჩუმდები :D )
Laki
02 მარტი 2014 11:42
0
akhali ღმერთმა გისმინოთ. წყალბურთელ ბიჭებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას და სულ წინსვლას ვუსურვებ. ეს ალბათ ის ბიჭებია ახალგაზრდულში, წარმატებით რომ თამაშობდნენ..
gizog
02 მარტი 2014 10:42
0
კონტინენტის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და მასში პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს-ხანდახან თავიდან წაიკითხეთ, რასაც დაწერთ, სირცხვილია რა. არ მიტხრათ ახლა მსოფლიოში ატეულში ევროპის თითქმის ყველა გუნდიაო! ეს გასაგებია, მაგრამ გამართულად უნდა წეროთ მაინც :)
gia
02 მარტი 2014 10:13
0
ვულოცავ ბიჭებს...დიდი ხანია ამ მიზნისკენ მიდიოდა გუნდი....
xoteveli
02 მარტი 2014 10:03
0
გაიხარეთ ფეხბურთელებს არ დაემსგავსოთ
nikolozi
02 მარტი 2014 02:20
0
ქართველ წყალბურთელებს,მათ მწვრთნელებს, განსაკუთრებით ჩემს ვოვა ისელიძეს ვულოცავ წარმატებას, რომელიც შესაძლოა დასაწყისი გახდეს ქარული წყალბურთის ძველი დიდების დაბრუნებისა!
ვაჟა სხვიტარიძე
02 მარტი 2014 01:36
0
ძალიან სასიამოვნო ამბავიაა. გილოცააავთ
iako
02 მარტი 2014 00:55
0
მეც ვულოცავ ბიჭებს, მართლაც კაი შედეგია ევროპაზე გასვლა. როდის მოვა ფეხბურთშიც ეეეეე???????
ზაზა
02 მარტი 2014 00:41
0
ვულოცავ ბიჭებს და წარმატებებს უსურვებ უშუალოდ ჩემპიონატში, და საერთოდ ჯამლეტამ რომ არ წაიყვანოს ასეთი გადამწყვეტი მატჩები და ნერვები არ გვახიოს თავისი დებილობებით არ შეიძლება?
----
01 მარტი 2014 23:34
0
დიდი მადლობა ბიჭებს!
გურამ მარხულია
01 მარტი 2014 23:10
0

სიახლეები პოპულარული