15 ნოემბერს, თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში გამართულ შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები დაძაბულ ბრძოლაში 13:14 (3:4, 2:2, 5:5, 3:3) დამარცხდნენ.
ჩვენი გუნდი ჩრდილოელ მეზობლებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდა: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია, მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე.
საქართველოს ნაკრები, რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს, მომდევნო შეხვედრას სტუმრად იტალიის ნაკრებთან 2017 წლის 10 იანვარს გამართავს.