სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში რეიტინგფავორიტ ივო კარლოვიჩს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მემფისის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ნიკას სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი მეტიუ ებდენი (490)
იქნება, რომელმაც ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (114) მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ცოტა გვიან გაიხსნა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი ჩოგბურრთელი დადგა! ეს უკვე სენსაცია არაა, ეს კანონზომიერებაა! დარწმუნებული ვარ მინიმუმ 20 კაცში მალე შევა! წარმატებები ნიკოლოზ!
aburjga
17 თებერვალი 2017 11:19
0
ეს სენსაცია აღარაა, უბრალოდ კარგი თამაშია!ყოჩაღ ნიკოლოზ!
სენსაცია ჯოკოვიჩის და მარეს დამარცხება იქნება
_+*
17 თებერვალი 2017 11:05
0
წარმატებები ნიკოლოზს
ქართლოსი
17 თებერვალი 2017 11:00
0
ყოჩაღ ნიკოლოზ.
*
17 თებერვალი 2017 10:59
0
მიდი ნიკოლოზ ეს 2017 წელი შენი წარმატების წელია იცოდე. ასე გააგრძელე
datia
17 თებერვალი 2017 09:57
0
მგონი გამოჩნდა ჰორიზონტზე ოცეული და მერე სხვა რამის დანახვაც შეიძლება!
Irakli apkhaidze
17 თებერვალი 2017 09:47
0
საღოლ ნიკა! მაგარი ხაარ! წარმატებები... გისურვებ ამ ტურნირის მოგებას!!!
შოთა
17 თებერვალი 2017 09:28
0
გენსცვალე შენა ეგრე გააგრძელე



dato
17 თებერვალი 2017 08:52
0
შენ გენაცვალე! დილით გაგებული ეს სასიხარულო ამბავი მთელი დღე გამყვება და დღეს გამილამაზებს.
zurab
17 თებერვალი 2017 07:21
0
ქამოონ!!! მაგრად გაგვახარე!!! ,,ამატავა" და მოუგო!!! ოქრო ხარ!!! შემდეგ წრეშიც აუცილებად უნდა გახვიდე!!! მადლობა შენ!!
დათო
17 თებერვალი 2017 07:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული