რომელ ადგილზე იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში

AutoSharing Option
20 თებერვალს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ბასილაშვილმა, როგორც ტურნირის ფინალისტმა, 60 ათას დოლართან ერთად სარეიტინგო 150 ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 864 ქულა აქვს და ხვალ, 21 თებერვალს, ATP-ს განახლებულ რეიტინგში ის 52-ე ადგილზე იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 67-ე იყო.

ხვალვე ფლორიდაში Delray Beach-ის ტურნირი იწყება, სადაც ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. გერმანელი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში
1024-ე ადგილზეა. ბასილაშვილი და ჰაასი ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრილან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გუშინ თითონ უფრო წააგო ვიდრე ჰარისონმა მოუგო ზაან ბევრი შეცდომა დაუშვა
emigranti
20 თებერვალი 2017 13:38
0
კვირის პალიტრაში ინტერვიუა ნიკასთან,ბულგარეთში ტიმს რომ მოვუგე ოერი ღამე ვეღარ დავიძინე და ასე უძილომ ვითამაშე მომდევნო ოერი შეხვედრაო.დიაგნოზიც სწორედ ეს არის.ნიკა შეჩვეულიარ არის მაღალ დონეზე გამოსვლას და ნერვიულობს,აქედანაა მისი არასტაბილურობაც.ამიტომ წააგო ფინალი რომ თვითონ არ იყო მზად გამარჯვებისათვის ფსიქოლოგიურად.ეგ არაფერი,გამოცდილება ცხოვრებას მოაქვს,მან უკვე ფინალის გამოცდილებაც მიიღო და ახლა წინ ტიტულია,წაგებულმა ფინალმა კი გვაჩვენა,რომ ის ნიკამ წააგო და არა მეტოქემ გაიმარჯვა.როგორც კი ამ შინაგან ბარიერს გადალახავს,ნიკას შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდება.
ასე განაგრძე ნიკა,დაივიწყე დამარცხება ითამაშე შენი თამაში.წარმატებები.არ დაივიწყო,წლის ბოლოს ოცეულში გელით.
სოსო
20 თებერვალი 2017 13:35
0
ბადესთან უჭირს.. მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს მისი გამოსვლა! არაუშავს ყველაფერი წინ არის.. ფინალსაც დადებს მალე სულ მალე.. კაი უდარზეა!
jordan
20 თებერვალი 2017 13:10
0
ნიკა, შენ უფრო კარგად იცი დიდი წარმატება უცებ არ მოდის, გააგრძელე ასე და არც ის დააყოვნებს
gizog
20 თებერვალი 2017 12:36
0
საოცარია! ეს კაცი ან თავის თავთან აგებს, ან თავის თავს უგებს. სამწუხაროდ გუშინ თავისთავთან წააგო, მაგრამ მაინც ყოჩაღ!
SSS
20 თებერვალი 2017 12:19
0
არაუშავს.გიყურე ნიკოლოზ და ბევრიც ვინერვიულე.პირველი პარტია დათმე,მეორე უნდა მოგეგო,მაგრამ ფორტუნამ გიმტყუნა.არ მოეშვა მოუმატე ცოტაც და ფინალსაც მოიგებ.წელს მინიმუმ 30 საუკეთესოში უნდა შეხვიდე.ღმერთი შენსკენ/
paata
20 თებერვალი 2017 11:57
0
ზურა, ვითომ რატომ არ ექნება? პროგრესი აშკარაა და აი ნახავ თუ არ მოიგებს უფრო დიდ ტურნირებს მომავალში
დათო
20 თებერვალი 2017 11:57
0
მაგრად მეწყინა!!!
aburjga
20 თებერვალი 2017 11:44
0
გული არ გაიტეხო, ნიკა! ასეთი დამარცხება მომავალი გამარჯვებების საწინდარია!
20 თებერვალი 2017 11:41
0
ტურნირის მოგების ასეთი შანსი მეტი აღარ ექნება....სამწუხაროა
zura
20 თებერვალი 2017 10:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული