პირველ წრეში ისინი მიიუ კატოსა (იაპონია, 33-ე) და კაი-ლინ ჟანის (ჩინეთი, 133-ე) შეხვდებიან.
ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში რუსებს - ვერონიკა კუდერმეტოვასა (86-ე) და ნათელა ძალამიძეს (93-ე) დაუპირისპირდება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა სტარტზე ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჩინელებს - ჩენ ლიანსა (53-ე) და საისაი ჟენს (36-ე) სძლიეს იოლად - 6:3, 6:2.
* * *
ანტალიის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) დაემშვიდობა საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მეტოქის ძლევის შემდეგ ძირითად ბადეში იგი მასპინძელ ალთუქ სელიკბილეკთან დამარცხდა - 5:7, 1:6, წინა დღეს კი წყვილებში თურქ ანილ იუქსელთან ერთად ბრაზილიელებთან - იგორ მარკონდერსა და ფილიპ როდრიგეს ალვეშთან წააგო (7:6, 3:6, 7:10).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"