ქართველი ჩოგბურთელები: კალაშნიკოვა იწყებს, ცივაძემ დაასრულა

AutoSharing Option
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილთა რეიტინგით 44-ე) დღეს ჩაებმება კუალა ლუმპურის (მალაიზია) 250.000-იან საერთაშორისო ტურნირში. ამჯერადაც ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან (102-ე) ერთად გამოვა.

პირველ წრეში ისინი მიიუ კატოსა (იაპონია, 33-ე) და კაი-ლინ ჟანის (ჩინეთი, 133-ე) შეხვდებიან.

ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში რუსებს - ვერონიკა კუდერმეტოვასა (86-ე) და ნათელა ძალამიძეს (93-ე) დაუპირისპირდება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა სტარტზე ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჩინელებს - ჩენ ლიანსა (53-ე) და საისაი ჟენს (36-ე) სძლიეს იოლად - 6:3, 6:2.

* * *
ანტალიის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) დაემშვიდობა საქართველოს
ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მეტოქის ძლევის შემდეგ ძირითად ბადეში იგი მასპინძელ ალთუქ სელიკბილეკთან დამარცხდა - 5:7, 1:6, წინა დღეს კი წყვილებში თურქ ანილ იუქსელთან ერთად ბრაზილიელებთან - იგორ მარკონდერსა და ფილიპ როდრიგეს ალვეშთან წააგო (7:6, 3:6, 7:10).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული