ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა და კენჭიაშვილი ძალებს ანტალიაში ცდიან

AutoSharing Option
ანტალიაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაება ლანა კენჭიაშვილი. პირველ პაექრობაში მან მასპინძელ დენიზ პეიკოვიჩს სძლია - 6:1, 6:1, მაგრამ მეორე წრეში თურქ მეტოქეს - ეკინ ერსეტინს ვერ გასცდა (2:6, 3:6) და მთავარ ბადეში ვერ მოხვდა, სადაც რეიტინგფავორიტია თბილისელი სოფიო შაფათავა.

დღეს იგი სერბ ბოიანა მარკოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში შაფათავა და ქსენია პალკინა (ყირგიზეთი) სერბებს - მილიცა კურბანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს დაუპირისპირდებიან.

ლანა კენჭიაშვილი და ჯენიფერ ლუიხმანი (ინდოეთი) რეიტინგფავორიტებს - დია ევტიმოვას (ბულგარეთი) და იასმინა ტინჯიჩს
(ბოსნია) შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული