ორი სენსაცია და ანჟელიკ კერბერის გასაჭირი

AutoSharing Option
ინდიან უელსში ქალებმა დაასრულეს მერვედფინალისტების გამოვლენა. ძალიან ცუდად მიდის ეს სეზონი რუმინელი სიმონა ჰალეპისთვის. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მან პირველივე შეხვედრა წააგო, შემდეგ სამი კვირა გაუცდა მუხლის ტრავმის გამო, ინდიან უელსში კი ადრეულ ეტაპზე მოუწია შეხვედრა კრისტინა მლადენოვიჩთან, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში შევიდა.

ფრანგმა მოიგო სანკტ-პეტერბურგის ტურნირი, ფინალში ითამაშა აკაპულკოში და აგრეთვე, დუბაიში კაროლინა პლიშკოვა დაამარცხა. ახლა კი მლადენოვიჩი ჰალეპთან გამარჯვებით იწონებს თავს - 6:3, 6:3. მართალია, ფრანგმა სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ, ამასთან, ექვსი ბრეიკი შეასრულა. მლადენოვიჩმა ამ
სეზონში უკვე მეორე მატჩი მოიგო TOP5-ის წარმომადგენლებთან.

პირველ მატჩში ანდრეა პეტკოვიჩის განადგურების (6:1, 6:2) შემდეგ, ისე ჩანდა, რომ მსოფლიოს მეორე ჩოგანი ანჟელიკ კერბერი ოპტიმალურ ფორმაში შევიდა, მაგრამ გერმანელს გუშინ გაუჭირდა ფრანგი პოლინ პარმენტიეს დამარცხება.

მესამე სეტში კერბერი 1:4 იყო ჩამორჩენილი, მაგრამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, 5:5-ზე კი გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა - 7:5, 3:6, 7:5. პარმენტიე ბევრს რისკავდა, რამაც 47 "ვინერსი" და 51 უნებლიე შეცდომა მოუტანა, კრებერს კი 27 "ვინერსი" და 40 უნებლიე ჰქონდა. კერბერი იმან გადაარჩინა, რომ საიმედოდ თამაშობდა მნიშვნელოვან ბურთებზე და 13 ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე იოლად ავსტრალიის ღიას ფინალისტმა ვინუს უილიამსმა მოიგო. მან საათსა და 11 წუთში დაამარცხა ლუსი საფაროვა - 6:4, 6:2. ამერიკელმა წინა მატჩში ელენა იანკოვიჩთან მატჩბოლის მოგერიების შემდეგ, ჩეხთან ოთხი ბრიკი შეასრულა და ახლა, მერვედფინალში შუან პენგს შეხვდება, რომელიც დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა, როცა მეექსე ნომრად განთესილი აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა - 6:4, 6:4.

ქალები
1/16 ფინალი

დევისი (აშშ)-გორგესი (გერ) 6:1, 6:4
კერბერი (გერ, 2)-პარმენტიე (საფ) 7:5, 3:6, 7:5
ვესნინა (რუს, 14)-ბაბოში (უნგ, 25) 6:4, 1:6, 6:4
მლადენოვიჩი (საფ, 28)-ჰალეპი (რუმ, 4) 6:3, 6:3
ვ. უილიამსი (აშშ, 12)-საფაროვა (ჩეხ) 6:4, 6:2
პენგი (ჩინ)-ა. რადვანსკა (პოლ, 6) 6:4, 6:4
კისი (აშშ, 9)-ოსაკა (იაპ) 6:1, 6:4
ვოზნიაცკი (დან, 13)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 6:1

1/8 ფინალი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ბაშჩინსკი (შვეიც, 15)
სვიტოლინა (უკრ, 10)-მუგურუსა (ესპ, 7)
ციბულკოვა (სლოვაკ, 5)-პავლიუჩენკოვა (რუს, 19)
კუზნეცოვა (რუს, 8)-გარსია (საფ, 21)
კისი (აშშ, 9)-ვოზნიაცკი (დან, 13)
მლადენოვიჩი (საფ, 28)-დევისი (აშშ)
ვ. უილიამსი (აშშ, 12)-პენგი (ჩინ)
კერბერი (გერ, 2)-ვესნინა (რუს, 14)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული