ქართველი ჩოგბურთელები: ანა შანიძეც ანტალიის ტურნირის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
სამი ქართველი ჩოგბურთელი იმყოფება ამჟამად ანტალიაში, სადაც ქალთა 15.000-იანი ტურნირი დაიწყო.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია სოფიო შაფათავა, რომელიც პირველ წრეში მარტა კოსტიუკს (უკრაინა) შეხვდება. ამ უკანასკნელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანა კენჭიაშვილს აჯობა - 6:0, 6:3.

სამაგიეროდ, ეს რაუნდი წარმატებით დაძლია ანა შანიძემ - მან ორ მეტოქეს მოუგო: ანასტასია ხარჩენკოსა (უკრაინა, 6:4, 3:0) და ანაის დეფორეზს (ბელგია, 6:0, 6:4) და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც ელისა ვანლანგენდონსკის (ბელგია) დაუპირისპირდება.

წყვილებში შაფათავა ისევ ქსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) ერთად ითამაშებს და განთესვით მე-2 ნომერია. პირველ წრეში მასპინძლებს -
დენიზ პეიკოჩსა და დოქა თურქმენს გამოცდის, ხოლო შანიძე და კენჭიაშვილი ასევე თურქებთან - აზრადენიზ კომლეკსა და ზეინეპ სარიოგლანტან გაარკვევენ ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული