სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირში გამოსვლა წყვილებში მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ, 21 მარტს, ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იანი ტურნირის პირველ დღეს ერთეულთა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა სოფიო შაფათავამ ასპარეზობა წყვილებით დაიწყო, სადაც ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად მეორე ნომრადაა განთესილი.

ქართულ-ყირგიზულმა დუეტმა სტარტზე თურქებს - დენიზ პეიკოჩსა და დოგა თურქმენს ორივე ხელი მშრალი ანგარიშით მოუგო (6:0, 6:0) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სერბებს - მილიცა გუბრანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს დაუპირისპირდება.

ამ ტანდემმა სტარტზე სევინ ოვუნჩი (თურქეთი) და ელისა ვანლანგენდონსკი (ბელგია) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 2:6, 12:10.

ქართველები - ანა შანიძე და ლანა კენჭიაშვილი მასპინძლებს -
აზრადენიზ კომლეკსა და ზეინეპ სარიოგლანს გაუწევენ მეტოქეობას.

ერთეულების სტარტზე შაფათავა მარტა კოსტიუკს (უკრაინა) შეხვდება. აქ გამარჯვებული მერვედფინალში ზეინეპ სარიოღლანთან (თურქეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ანა შანიძე, რომელმაც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან გაიკვლია გზა, პირველ წრეში ელისა ვანლანგენდონსკის (ბელგია) ეთამაშება. წარმატების შემთხვევაში მეორე წრეში შილა არდელანი (უნგრეთი) დახვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული