ქართველი ჩოგბურთელები: მარიამ ბოლქვაძემ რეიტინგში წინ 25 საფეხურით წაიწია

AutoSharing Option
გასულ კვირას ოთხმა ქართველმა ჩოგბურთელმა მოსინჯა ძალები უცხოეთის კორტებზე. მათგან მხოლოდ მარიამ ბოლქვაძემ იყოჩაღა - კაიროს 15.000-იან ტურნირზე წყვილებში პირველი ადგილი დაიკავა. ამ წარმატებამ ის მსოფლიო კლასიფიკაციაში 25 საფეხურით წასწია წინ.

მიმდინარე კვირას ბოლქვაძე ისევ კაიროში ითამაშებს. ერთეულებში მე-7 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი ანა სლოვაკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება, ხოლო წყვილებში ბელგიელ მარქაუქს ბოვთან შეამხანაგებული ლიზა-მარი მაეტცკესა (გერმანია) და ჰელენ შოლსენთან (ბელგია) გაარკვევს ურთიერთობას.

ჩვენებურთა უმეტესობა რეიტინგში, მართალია, მცირედით, მაგრამ ჩამოქვეითდა:

ქალები
ერთეულები. 232 (231). სოფიო შაფათავა (217 ქულა), 328 (326). ეკატერინე
გორგოძე (124), 586 (596). მარიამ ბოლქვაძე (45), 642 (642). სოფიო ქვაცაბაია (35), 861 (861). ოქსანა კალაშნიკოვა (14).
წყვილები. 59 (57). ოქსანა კალაშნიკოვა (1345), 218 (186). სოფიო შაფათავა (276), 250 (247). ეკატერინე გორგოძე (234). 471 (468). სოფიო ქვაცაბაია (93), 649 (674). მარიამ ბოლქვაძე (50), 716 (716). თათია მიქაძე (37), 1284 (1286). ლანა კენჭიაშვილი (3), 1284 (1132). ანა შანიძე (3).

ვაჟები
ერთეულები. 61 (59). ნიკოლოზ ბასილაშვილი (811), 558 (548). ალექსანდრე მეტრეველი (58), 868 (862). გიორგი ცივაძე (18), 1768 (1769). ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1), ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული