ქართველი ჩოგბურთელები: მარიამ ბოლქვაძე კაიროს ტურნირის წყვილებში 1/2-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
კაიროში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი მარიამ ბოლქვაძეც მონაწილეობს. ჩვენებურმა ერთეულებში ორი წრე წარმატებით გაიარა, გუშინ კი მეოთხედფინალში ჰოლანდიელ დომინიკ კარეგატთან დამარცხდა - 6:7, 6:3, 3:6.

სამაგიეროდ, წყვილებში უფრო წარმატებით ასპარეზობს. ბელგიელ მარგუს ბოვისთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ მეოთხედფინალში ანასტასია კლიმენკოსა (უკრაინა) - სვარა კულკარნის (ინდოეთი) აჯობა - 6:4, 6:3 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გვატემალელებს - მელისა მორალესსა და ანდრეა ვიდონს შეხვდება.

ამ დუეტმა გუშინ თეა ფაბერსა (ხორვატია) და დესპინა პაპამიჩელის (საბერძნეთი) ტანდემს მოუგო - 3:6, 6:3,
10:4.

მეორე მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა - კამილა კამპეზიმ (სამხრეთი აფრიკა) და მარია გონსალესმა (კოლუმბია) მოლი ჰელგესონი (შვედეთი) და მარია მატიასი (აშშ) დაამარცხეს - 7:6, 6:3, ხოლო ირინა პეტეკაუმ (რუმინეთი) და ანა სლოვაკოვამ (ჩეხეთი) აკიჰო კაკუია (იაპონია) და ვალერია პროსპერი (იტალია) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 7:5.

ამდენად, მეორე ნახევარფინალში კამპიზი, გონსალესი და პეტეკაუ, სლოვაკოვა ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული