მარია შარაპოვა არ შეცვლილა

AutoSharing Option
ფრანგმა ჩოგბურთელმა კრისტინა მლადენოვიჩმა ორი კვირის წინ გამართული შტუტგარტის ტურნირი გაიხსენა და განაცხადა, რომ სხვა ჩოგბურთელები თხოვდნენ მარია შარაპოვაზე გამარჯვებას. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის შემდეგ, იგივე თხოვნებით მიმართეს კოლეგებმა მადრიდის ტურნირზე ეჟენი ბუშარს.

"შტუტგარტში ჩვენი ნახევარფინალის წინ, ჟურნალისტებმა, რა თქმა უნდა, კარგად "გაახურეს" სიტუაცია. მაგრამ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მატჩი იყო - არანაირი სისულელეები "ცხოვრების მატჩთან" დაკავშირებით.

პირადად ჩემთვის, მარიას ცუდი არ გაუკეთებია. მაგრამ ბევრი წერილი მივიღე, რომლებშიც ყველა მეუბნებოდა, რომ უმნიშვნელოვანესი მისია უნდა შემესრულებინა. სხვა სპორტსმენებიც კი მწერდნენ. თხოვნების მთელი
ზღვა წამოვიდა. კოლეგები მეუბნებოდნენ: "არ დაგვაღალატო!" "თავისი ადგილი მიუჩინე!" და ა. შ. მათ სძულთ შარაპოვა.

მარია არ იცვლება - ტურნირის პირველივე დღიდან არავის მისალმებია. იჯდა სადღაც კუთხეში, რესტორანში არ დადიოდა, ითხოვდა საკვები პირადად მიერთმიათ. იქცეოდა ისე, როგორც ყოველთვის", - განუცხადა მლადენოვიჩმა გაზეთ "ეკიპს".

2016 წლის მარტში, ფრანგმა უფრო მკაცრად ილაპარაკა შარაპოვაზე - მას მატყუარა და თაღლითი უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარაპოვას ფანი არ ვარ მაგრამ იმდენი ლანძღეს და კიდე უნდა მისალმებოდა?
brola*
16:20 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული