ისევ სერენა უილიამსი, ისევ რასიზმი

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანი სერენა უილიამსი რასისტულ ნიადაგზე სკანდალის მსხვერპლი გახდა.

ფეხსაცმელების მაღაზიის Gianvito Rossi-ის ყოფილმა თანამშრომელმა უიტნი უინბერნმა სასამართლოში უჩივლა კომპანიას რასისტული დისკრიმინაციის გამო.

უინბერნი ამტკიცებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი გრეის მაზილი ამჟღავნებდა რასობრივ სიძულვილს შავკანიანების მიმართ. კერძოდ, ის უარს ეუბნებოდა ფასდაკლებაზე სერენა უილიამსს, რითაც მიანიშნებდა მას, რომ არ სურდა მისი ფეხსაცმელი აფროამერიკელს ეტარებინა, გარდა ამისა, მაზილმა სერენას "მახინჯი ჩოგბურთელი" უწოდა.

უინბერნის თქმით, სერენა უილიამსმა მაინც მიიღო ფასდაკლება ჟურნალ Vogue-ის ჩარევის წყალობით. აგრეთვე, უინბერნმა განაცხადა, რომ ის სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ
დაითხოვეს. "თეთრ თანამშრომლებს ასე არ ექცეოდნენ", - განაცხადა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგი იციან - სამსახურს დაატოვებინებენ და მერე იწყებენ ან რასიზმზე ან სექსუალურ შევიწროვებაზე და ან კიდე რავიცი რაზებრალდებებს
brola*
17:12 22-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული