როლან გაროსი. III დღე: კონტა კერბერის გზას გაუყვა

AutoSharing Option
პირველ დღეს ანჟელიკ კერბერის გამოვარდნის შემდეგ, ქალების ტურნირზე მეორე დიდი მოულოდნელობა მოხდა. ტურნირს გამოეთიშა მეშვიდე ნომრად განთესილი ბრიტანელი იოჰანა კონტა. ის დამარცხდა მსოფლიოს კლასიფიკაციის 109-ე ნომერთან სუ-ვეი ჰსიესთან.

ეს უკანასკნელი ერთხელ უკვე იყო როლან გაროსის ჩემპიონი, ოღონდ წყვილებში. კონტასთან მატჩი მისთვის კატასტროფით დაიწყო - 23 წუთში 1:6 წააგო პირველი პარტია. ამ სეტში ჰსიეს მხოლოდ 10 მოგებული ქულა ჰქონდა.

და აი, ამის შემდეგ დაიწყო ტაივანელის ქამბექი. კონტამ ბოლომდე იბრძოლა იმისთვის, რომ არ დაეშვა მესამე სეტი, მე-12 გეიმში ბრეიკ-პოინტიც მოიგერია, მაგრამ ტაი-ბრეიკზე
შანსი არ ჰქონია.

მესამე სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, ჰსიემ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის გეიმის აღება. 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდებისას, აზიელმა ოთხი ბრეიკი-პოინტი მოიგერია და თავად მეორე მატჩბოლიდან მოიგო შეხვედრა. ეს იყო ჰსიეს პირველი მოგება TOP10-ის ჩოგბურთელის წინააღმდეგ. ამისთვის მას 15 ცდა დასჭირდა.

* * *
ქალთა ტურნირზე ერთი სახიფათო მოთამაშეა - 17 წლის მარკეტა ვონდროუშოვა. ჩეხმა სამი მატჩი მოიგო კვალიფიკაციაზე ისე, რომ მეტოქეებს მხოლოდ ექვსი გეიმი დაუთმო, გუშინ კი 6:1, 6:0 გაანადგურა ფრანგი ამანდა ჰესე. ვონდროუშოვას შემდეგი მეტოქე რუსი დარია კასატკინა იქნება.

ბრძოლაში ჩაება ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ელინა სვიტოლინა. უკრაინელს სერიოზული შეხვედრა ელოდა იაროსლავა შვედოვასთან, მაგრამ რომის ტურნირის ჩემპიონმა შესანიშნავი მზადყოფნა აჩვენა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 6:4, 6:3.

ტრიუმფალურად დაუბრუნდა დიდ ტურნირებს მაგდალენა რიბარიკოვა. სლოვაკი მეორე წელია ცდილობს ტრავმებთან გამკლავებას, ხოლო მე-19 ნომრად განთესილ კოკო ვანდევეგეს (6:1, 6:4) დამარცხება ჩეხს ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გამოადგება და რეიტინგში წინსვლის საშუალებასაც მისცემს - როგორც მინიმუმ, 175 საფეხურით წაიწევს წინ.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი დაბრუნება გამოუვიდა პეტრა მარტიჩს. ხორვატმა პირველი მატჩი ჩაატარა შარშანდელი უიმბლდონიდან მოყოლებული და 2013 წლის შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირებზე მეორედ მოიგო.

დამაჯერებლად დაიწყო ტურნირი მესამე ნომრად განთესილმა სიმონა ჰალეპმა, რომელიც ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დარწუნებული არ იყო - შეძლებდა თუ არა პარიზში თამაშს.

დღის ციფრი
როლან გაროსის პირველ წრეში გერმანელებმა საშინელი სტატისტიკა დააფიქსირეს. მამაკაცთა და ქალთა ბადეებში ამ ქვეყნის 13 წარმომადგენლიდან მხოლოდ ორი (!) გავიდა მეორე წრეში.

წააგეს თავიანთი შეხვედრები სერიოზულმა და გამოცდილმა ჩოგბურთელებმა (ძმები ზვერევები, ფილიპ კოლშრაიბერი, ანჟელიკ კერბერი და სხვები), ხოლო სასტარტო მატჩების მოგება შეძლეს ნაკლებად ცნობილებმა - 62-ე ჩოგანმა ტატიანა მარიამ და 73-ე ნომერმა კარინა ვიტჰოფტმა.

ქალები
I წრე
სვიტოლინა (უკრ, 5)-შვედოვა (ყაზ) 6:4, 6:3
პირონკოვა (ბულ)-ბარტელი (გერ) 6:0, 6:4
სევატოვა (ლატ, 17)-ბეკი (გერ) 6:2, 6:4
ბუშარი (კან)-ოზაკი (იაპ) 2:6, 6:3, 6:2
მარტიჩი (ხორ)-ბონდარენკო (უკრ) 6:2, 7:5
კისი (აშშ, 12)-ბარტი (ავსტრა) 6:3, 6:2
კირსტეა (რუმ)-პენგი (ჩინ) 6:3, 6:1
სუარეს ნავარო (ესპ, 21)-საკარი (იაპ) 6:4, 6:2
კასატკინა (რუს, 26)-ვიკმაიერი (ბელ) 7:5, 6:4
ვონდროუშოვა (ჩეხ)-ჰესე (საფ) 6:1, 6:0
მარია (გერ)-დუანი (ჩინ) 6:4, 6:1
ჰალეპი (რუმ, 3)-ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:3, 6:2
ჰსიე (ტაივ)-კონტა (ბრიტ, 7) 1:6, 7:6(2), 6:4
თაუნსენდი (აშშ)-კატო (იაპ) 6:4, 6:0
პაკე (საფ)-კრ. კლიშკოვა (ჩეხ) 6:7(4), 6:2, 6:2
გარსია (საფ, 28)-ჰიბინო (იაპ) 6:2, 6:2
სტრიკოვა (ჩეხ, 20)-რისკე (აშშ) 6:3, 6:0
კორნე (საფ)-ბაბოში (უნგ) 6:2, 6:7(5), 6:2
ვან უიტვანკი (ბელ)-ოსაკა (იაპ) 6:3, 7:5
ა. რადვანსკა (პოლ, 9)-ფერო (საფ) 6:1, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული