ახალი მალდინი: მილანის ლეგენდა პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ პროფესია შეიცვალა და ჩოგბურთელობა გადაწყვიტა.

49 წლის ვეტერანმა უაილდ-ქარდი მიიღო მილანში ATP-ის "ჩელენჯერის" ტურნირში მონაწილეობაზე. სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი წყვილთა თანრიგში გამოვა თავის მწვრთნელთან და ყოფილ ჩოგბურთელთან სტეფანო ლანდონიოსთან ერთად.

მალდინის პროფესიული დებიუტი ჩოგბურთში 2017 წლის 26 ივნისს შედგება, ლეგენდარული ფეხბურთელის 49-ე დაბადების დღეზე, - წერს Il Tennis Italiano.

ლანდონიოს უმაღლესი მიღწევაა - ადგილი ATP-ის რეიტინგის TOP500-ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული