"მილანის" ლეგენდები სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ილაშქრებენ

AutoSharing Option
"მილანში" არსებულ ღრმა კრიზისთან დაკავშირებით, კომენტარები გუნდის ყოფილმა ფეხბურთელებმა და ცოცხალმა ლეგენდებმა: პაოლო მალდინიმ და ანდრეი შევჩენკომ გააკეთეს.

მათ, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირეს სილვიო ბერლუსკონის მიერ კლუბის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას...

პაოლო მალდინი: "სილვიო ბერლუსკონის დიდ პატივს ვცემ, რადგან ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბევრი წარმატებული წელი, თუმცა დადგა ცვლილებების დრო და ამას თვითონაც აღიარებს. კლუბში არის პრობლემები, რაც პირდაპირ აისახება გუნდის შედეგებზე, გამოსავალი კი ცვლილებებშია. "მილანს" სჭირდება ახალი პროექტი, დიდი ფინანსები და ახალი კადრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი გაგრძელდება".

ანდრეი შევჩენკო: "როდესაც "მილანი" ასე
დიდხანს ვერ გადის ჩემპიონთა ლიგაზე, ესე იგი, გუნდში ბევრი რამეა შესაცვლელი. აქ უკვე პრობლემა არა იმდენად ფეხბურთელებშია, რამდენადაც ზემოთ, კლუბის სათავეში. ვიცი, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები, თუმცა დეტალებში არ ვარ ჩახედული. მინდა, რომ "მილანმა" ძველი დიდება დაიბრუნოს და იმედია, ეს ასეც იქნება. საწყის ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა საჭირო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /

რაის ორი კვირა თამაშობდა შევჩენკო მილანში?წლები ითამაშა ,თან უმაღლეს დონეზე,გაძალებთ ვინმე დებილობების წერას?
ძაან ჭკვიანებს
09:16 08-06-2016
0
ვანო, შევჩენკო 2 კვირა იყო მილანში? 99 წლიდან 06-მდე თამაშობდა და 208 თამაშში 127 გოლი აქვს გატანილი.
Beqa
16:57 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული