ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
3 ივლისს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (51) უიმბლდონის ტურნირის I წრეში ჩაერთო. მისი მეტოქე არგენტინელი კარლოს ბერლოკი (80) იყო. ქართველმა არგენტინელს სამ სეტში აჯობა - 6:4, 7:6 (7:3), 6:1.

შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ახლა ბასილაშვილის მეტოქე 24-ე ნომრად განთესილი ამერიკელი სემ კუერი (28) იქნება. კუერი კარიერაში მესამედ გავიდა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბასილაშვილის უდიდესი მიღწევა უიმბლდონზე მესამე წრეში თამაშია (2015). დღევანდელი მოგებით ფაქტობრივად, გადაწყდა, რომ ჩვენებური რეიტინგში წინ წაიწევს და კარიერაში პირველად
შევა ტოპ-50-ში.

უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა. ჩვენებურმა უკვე გაინაღდა 45 ქულა და დაახლოებით 65 ათასი ევრო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ნიკოლოზს კუერისთან 2-ე წრეში! პირველ წრეში ბევრი შეცდომა ქონდა, რაზეც უნდა იმუშაოს და გამოასწოროს. ბადესთან თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, მაგრამ მაინც შორს არის სასურველი ხარისხისგან. მოსაგები ბრეიკპოინტები გაანიავა არცთუ ძლიერ მეტოქესთან. მეორე სეტის თაიბრეიკის გარეშე მოგება შეეძლო, მაგრამ გაანიავა. ნიკოლოზი ემოციებს, დადებითს და უარყოფითს, აძლევს უფლებას ცუდად იმოქმედოს მისი თამაშის ხარისხზე. თამაში გაგრძელდა 2:18 წუთს, შეასწორეთ.
ლუკა
18:07 03-07-2017
0
ყოჩაღ!!!
დათო
18:08 03-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული