მიმდინარე სეზონში მედვედევი ბალახის კორტებზე კარგად გამოიყურებოდა - ჰერტოგენბოშში მეოთხედფინალში გავიდა და წააგო ივო კარლოვიჩთან, გასულ კვირას ისტბურნში კი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.
მედვედევმა გუშინ მეორე სეტი ჩააგდო ვავრინკას წინააღმდეგ, სამაგიეროდ, დანარჩენ სამ
* * *
როლან გაროსის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა პირველი მატჩი ჩაატარა ბალახზე ბოლო ორი წლის განმავლობაში და დაბრუნება ძალიან შთამბეჭდავი გამოუვიდა - ესპანელმა 6:1, 6:3, 6:2 გაანადგურა ავსტრალიელი ჯონ მილმენი და ეს იყო მის კარიერაში 850-ე მოგება. ნადალი მხოლოდ მეშვიდე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია - ჯიმი კონორსის, როჯერ ფედერერის, ივან ლენდლის, გილერმო ვილასის, ჯონ მაკინროისა და ანდრე აგასის შემდეგ.
ნადალი, რომელმაც გრუნტზე 25-დან 24 მატჩი მოიგო და ოთხი ტიტული მოიპოვა, უიმბლდონზე ფინალში გასვლის შემთხვევაში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.
მილმენის წინააღმდეგ, ნადალმა რვა ბრეიკი შეასრულა და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. თამაში საათი და 48 წუთი გაგრძელდა.
* * *
ნადალის მსგავსად. დამაჯერებელი სტარტი ჰქონდა ენდი მარეის, რომელსაც, ჯერჯერობით 2017 წლის სეზონი ჩავარდნილი აქვს. ბრიტანელმა შარშანდელი ტიტულის დაცვა ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკის განადგურებით დაიწყო - 6:1, 6:4, 6:2. ენდიმ ამას საათი და 43 წუთი მოანდომა.
კაცები
I წრე
მარეი (ბრიტ, 1)-ბუბლიკი (ყაზ) 6:1, 6:4, 6:2
ნადალი (ესპ, 4)-მილმენი (ავსტრა) 6:1, 6:3, 6:2
მედვედევი (რუს)-ვავრინკა (შვეიც, 5) 6:4, 2:6, 6:4, 6:1
ჩილიჩი (ხორ, 7)-კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 6:2, 6:3
ნიშიკორი (იაპ, 9)-ჩეკინატო (იტა) 6:2, 6:2, 6:0
ცონგა (საფ, 12)-ნორი (ბრიტ) 6:3, 6:2, 6:2
პუიე (საფ, 14)-ჟაზირი (ტუნ) 6:7(5), 6:4, 6:4, 7:6(2)
მიულერი (ლუქ, 16)-ფუშოვიჩი (უნგ) 7:5, 6:4, 6:2
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18)-ჰ-მაურერი (ავსტრია) 6:3, 6:1, 6:1
ერბერი (საფ)-კირგიოსი (ავსტრა, 20) 6:3, 6:4 უარი
ბედენე (ბრიტ)-კარლოვიჩი (ხორ, 21) 6:7(5), 7:6(6), 6:7(7), 7:6(7), 8:6
კუერი (აშშ, 24)-ფაბიანო (იტა) 7:6(5), 7:5, 6:2
ჯონსონი (აშშ, 26)-კიკერი (არგ) 6:4, 7:5, 6:3
ფონინი (იტა, 28)-ტურსუნოვი (რუს) 6:1, 6:1, 6:3
ხაჩანოვი (რუს, 30)-კუზნეცოვი (რუს) 7:6(4), 2:6, 6:3, 1:6, 6:2
ანდერსონი (ს. აფრ)-ვერდასკო (ესპ, 31) 2:6, 7:6(5), 7:6(8), 6:3
ბრაუნი (გერ)-სოუზა (პორ) 3:6, 7:6(5), 6:4, 6:4
ვესელი (ჩეხ)-მარჩენკო (უკრ) 6:1, 4:6, 4:6, 7:5, 6:1
პერი (საფ)-დუტრა სილვა (ბრა) 6:4, 3:6, 7:6(10), 6:4
იანოვიჩი (პოლ)-შაპოვალოვი (კან) 6:4, 3:6, 6:3, 7:6(2)
ბოლელი (იტა)-ლუ (ტაივ) 6:3, 1:6, 6:3, 6:4
ბასილაშვილი (საქ)-ბერლოკი (არგ) 6:4, 7:6(3), 6:1
სეპი (იტა)-გომბოში (სლოვაკ) 6:2, 3:6, 6:2, 6:1
ბემელმანსი (ბელ)-ჰაასი (გერ) 6:2, 3:6, 6:3, 7:5
იანგი (აშშ)-ისტომინი (უზბ) 5:7, 6:4, 6:4, 4:2 უარი
მონტეირუ (ბრა)-უაიტინგტონი (ავსტრა) 4:6, 6:3, 7:6(4), 7:6(5)
ძუმჰური (ბოს)-ოლივო (არგ) 6:2, 6:0, 6:1
როსოლი (ჩეხ)-ლააკსონენი (შვეიც) 4:6, 7:5, 6:3, 6:4
სტახოვსკი (უკრ)-ბენეტო (საფ) 6:3, 7:6(8), 2:6, 6:2
გოიოვჩიკი (გერ)-კოპილი (რუმ) 7:6(5), 2:6, 6:3, 6:1
ბანისი (არგ)-ალბოტი (მაკ) 6:4, 4:6, 6:7(9) გადაიდო
ფ. მაიერი (გერ)-ტროიცკი (სერ) 6:1 უარი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"