ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა რომს უტევს, გორგოძე - სტამბოლს

AutoSharing Option
იტალიასა და თურქეთში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირები, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელებიც ასპარეზობენ.

რომის 60.000-იან შეჯიბრებაში წარმატებით გამოდის სოფიო შაფათავა. 4 ივლისს, ერთეულებში, ქართველმა ჩოგბურთელმა მასპინძელ მარტინა დი ჯუზეპეს სძლია - 2:6, 6:3, 6:4 და მეორე წრეში მე-7 ნომრად განთესილ კატერინა კოზლოვას (უკრაინა) დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა, ასევე, იტალიელი კამილა როსატელო ჩამოიშორა გზიდან.

წყვილებში სერბ იოანა ჯაკსიჩთან შეამხანაგებულმა ჩვენებურმა სტარტზე აკგულ ამანმურადოვასა (უზბეკეთი) და ანასტასია გრიმალსკას (იტალია) მოუგო და მეოთხედფინალში მარიანა მარინოსა (კოლუმბია) და დანიელა სეგუელის (ჩილე) შეხვდება.

სტამბოლის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში
ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში ფრანგ მანონ პერას აჯობა - 6:2, 6:3.

მერვედფინალში მისი მეტოქე იქნება ვასილისა აპონასენკო (უკრაინა), რომელმაც ფრანგი კასანდრა დავესე დაჯაბნა - 6:1, 6:1.

მარიამ ბოლქვაძე პირველ წრეში ლიტველ პაულინა ბაკაიტესთან გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული