ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი ლაბაძის შემდეგ ტოპ-50-ში?

AutoSharing Option
25 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე ასპარეზობა II წრეში დაასრულა. ჩვენებურმა ვერ გაიმეორა საუკეთესო მიღწევა - 2015 წელს მან III წრეში გააღწია.

ქართველი ჩოგბურთელი დღეისათვის მსოფლიოს 54-ე ჩოგანია. რა იქნება მაშინ, როცა უიმბლდონის ტურნირი დასრულდება და ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება?

დღევანდელი მონაცემით, ნიკოლოზი ზუსტად 50-ე გახდება რეიტინგში 886 ქულით. თეორიულად მისი გადასწრება კიდევ შეუძლიათ, თუმცა მთავარი კონკურენტი ამ მხრივ ფრანგი ადრიან მანარინოა, რომელიც ჯერ კიდევ ასპარეზობს უიმბლდონზე.

თუ ნიკა 50-ე ადგილზე დარჩება, მაშინ საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს (51) გააუმჯობესებს და გახდება
პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი, ვინც ტოპ-50-ში შევა ირაკლი ლაბაძის (2004) შემდეგ. 

ქალთა შორის 2012 წელს ანა ტატიშვილი (მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ასპარეზობდა) 50-ე ჩოგანი იყო.

ლაბაძის ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოში 42-ე პოზიციაა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სსრკ-ას და რუსეთის სახელით ვინც ასპარეზობდა იმას რატო უთვლით საქართველოს ვერ გავიგე - მეტრეველი და მესხი გასაგებია გარემოებებისდა გამო იყო მაგრამ ჩაკვეტაძე გაქანებული რუსია ერთი სიტყვა არ იცის ქართულად და გაბაშვილისთვის კიდე რუსეთი მისი არჩევანია - საქართველოს სახელით ტოპ 100-50 ეულში გამოდიოდა ლაბაძე და გამოდის ბასილაშვილი და კიდე ტატიშვილი სანამ ამერიკის მოქალაქე გახდებოდა!
brola*
07 ივლისი 2017 16:20
0
მეტრეველმა უილმდონის ფინალი ნასტასესთან კი არა ჩეხ იან კოდეშთან წააგო.მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი იყო რუსეთის სახელით მოასპარეზე ანა ჩაკვეტაძე,რომელიც ახლა ენტევეზე ჩოგბურთის ექსპერტი და კომენტატორია.
jumber
06 ივლისი 2017 22:18
0
ქალებში ლელა მესხიც იყო ათეულში... მე-8 ჩოგანი იყო.
ნუგო
06 ივლისი 2017 20:51
0
ალექსანდრე მეტრეველმა უიმბლდონის ოფინალი წააგი ილიე ნასტასესთან და მაშინ.თუ არ ვცდები რეიტინგის მეცხრე ნომერიც იყო.ყოველ შემთხვევაში ათეულში 100 პროცენტით იყო.ნიკა კი ამ წელიწადში კიდევ წაიწევს წინ.
სოსო
06 ივლისი 2017 20:05
0
კი მაგრამ ალექსანდრე მეტრეველი ქართველი არ იყო თუ რა.სამოცდაათიან წლებში ათეულშიც იყო და უიმბლდონის ფინალიც ითამაშა.თუ სსრკ არ ითვლება? ორმოცდაათში თეიმურაზ კაკულიაც იყო.ცოტა ხნის წინ კი რუსეთის სახელით მოთამაშე თბილისელი თეიმურაზ გაბაშვილიც.
jumber
06 ივლისი 2017 19:31
0
ძალიან ცუდად აშუქებთ ჩოგბურთს,ჯერ კიდევ როლანდ გაროსზე რო გამოდიოდა მაშინ არ მომეწონა თქვენი სტატია ბასილაშვილზე,რას ნიშნავს გააღწია?არ შეიძლება რო დაწეროთ გავიდა?თავისი ბრძოლის და თავდადების ხარჯზე მიაღწია ყველაფერს და ერთი წესიერი სტატია და შეპასება რა გახდა?ბევრი გვყავს მსგავსი რეიტინგის ჩოგბურთელები?და რომც გვაყავდეს ეს არ არის სცორი მიდგომა,ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს,დაწერეთ გასვლა და არა გაღწევა,და უპრო ძირეულად გააშუქეთ ხოლმე
vato
06 ივლისი 2017 18:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული