ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი ლაბაძის შემდეგ ტოპ-50-ში?

AutoSharing Option
25 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე ასპარეზობა II წრეში დაასრულა. ჩვენებურმა ვერ გაიმეორა საუკეთესო მიღწევა - 2015 წელს მან III წრეში გააღწია.

ქართველი ჩოგბურთელი დღეისათვის მსოფლიოს 54-ე ჩოგანია. რა იქნება მაშინ, როცა უიმბლდონის ტურნირი დასრულდება და ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება?

დღევანდელი მონაცემით, ნიკოლოზი ზუსტად 50-ე გახდება რეიტინგში 886 ქულით. თეორიულად მისი გადასწრება კიდევ შეუძლიათ, თუმცა მთავარი კონკურენტი ამ მხრივ ფრანგი ადრიან მანარინოა, რომელიც ჯერ კიდევ ასპარეზობს უიმბლდონზე.

თუ ნიკა 50-ე ადგილზე დარჩება, მაშინ საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს (51) გააუმჯობესებს და გახდება
პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი, ვინც ტოპ-50-ში შევა ირაკლი ლაბაძის (2004) შემდეგ. 

ქალთა შორის 2012 წელს ანა ტატიშვილი (მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ასპარეზობდა) 50-ე ჩოგანი იყო.

ლაბაძის ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოში 42-ე პოზიციაა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ცუდად აშუქებთ ჩოგბურთს,ჯერ კიდევ როლანდ გაროსზე რო გამოდიოდა მაშინ არ მომეწონა თქვენი სტატია ბასილაშვილზე,რას ნიშნავს გააღწია?არ შეიძლება რო დაწეროთ გავიდა?თავისი ბრძოლის და თავდადების ხარჯზე მიაღწია ყველაფერს და ერთი წესიერი სტატია და შეპასება რა გახდა?ბევრი გვყავს მსგავსი რეიტინგის ჩოგბურთელები?და რომც გვაყავდეს ეს არ არის სცორი მიდგომა,ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს,დაწერეთ გასვლა და არა გაღწევა,და უპრო ძირეულად გააშუქეთ ხოლმე
vato
18:00 06-07-2017
0
კი მაგრამ ალექსანდრე მეტრეველი ქართველი არ იყო თუ რა.სამოცდაათიან წლებში ათეულშიც იყო და უიმბლდონის ფინალიც ითამაშა.თუ სსრკ არ ითვლება? ორმოცდაათში თეიმურაზ კაკულიაც იყო.ცოტა ხნის წინ კი რუსეთის სახელით მოთამაშე თბილისელი თეიმურაზ გაბაშვილიც.
jumber
19:31 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული